TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

სკოლებში ნიღბების ტარების ვალდებულება უქმდება - გადაწყვეტილება ამერიკის ზოგიერთ შტატში თვის ბოლოდან ძალაში შევა
27-02-2022
-
+


აშშ-ში ნიუ-ჯერსის, კონექტიკუტის, დელავერის, კალიფორნიისა და ორეგონის შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი ნიღბების მანდატს სკოლებისთვის და სხვა საზოგადოებრივი ადგილებისთვის უახლოეს კვირებში გააუქმებენ. აღნიშნული განცხადების საფუძველი ამ შტატებში კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების როდენობის შემცირება გახდა. მათი თქმით, ნიღბების ტარების მოთხოვნის გაუქმებით ისინი დიდ ნაბიჯს გადადგამენ ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისკენ.  

„უზარმაზარი ნაბიჯი ჩვენი ბავშვების ნორმალური  ცხოვრებისკენ“, - ასე შეაფასა ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ეს ინიციატივა.

აღნიშნული ცვლილებები ამ შტატების პოლიტიკური ლიდერების მზარდ მიდრეკილებაზე  მიანიშნებს, რომ ისინი მზად არიან იმ მიდგომაზე გადავიდნენ, რომელიც ვირუსს, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს ისე განიხილავს.  

ნიუ-ჯერსიში, სადაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, გუბერნატორმა ფილ მერფიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო სასკოლო ნიღბების მადატს 7 მარტს გააუქმებს. რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებში მასწავლებლები და მოსწავლეები ვალდებულები არ იქნებიან სკოლის შიდა ტერიტორიაზე ნიღბები ატარონ.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაბალანსება და ნორმალურობის რაღაც მსგავსებასთან დაბრუნება ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პასუხისმგებლობით გადავდგათ ეს ნაბიჯი COVID-ის რაოდენობის შემცირებისა და ვაქცინაციის ზრდის გამო“, - წერს ნიუ-ჯერსის გუბერნატორი მერფი Twitter-ზე.

კონექტიკუტის გუბერნატორმა ნედ ლამონტმა თქვა, რომ მისი შტატი ნიღბის მანდატს 28 თებერვალს მოხსნის, ხოლო დელავერის გუბერნატორმა ჯონ კარნიმ განაცხადა, რომ შტატში სასკოლო ნიღბის მანდატი 31 მარტს დასრულდება.

„ჩვენ ბევრად უკეთეს ადგილას ვართ, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ ვიყავით“, - დაწერა კარნიმ Twitter-ზე, მაგრამ დასძინა: „ვირუსი კვლავ წარმოადგენს სერიოზული დაავადების რისკს, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც არ არის ვაქცინირებული“.

სკოლებში ნიღბის გამოყენების ვალდებულება ამერიკის ზოგიერთ შტატში მას შემდეგაა, რაც ისინი 2020 წელს მკაცრი იზოლაციის შემდეგ სკოლებში დაბრუნდნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება