სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ორსული მასწავლებელი, შვებულების მოთხოვნის გამო, სკოლიდან გაათავისულეს - სახალხო დამცველი
08-02-2022
-
+


კერძო სკოლა, შპს „აიბი მთიებმა“ ისტორიის ორსული მასწავლებელი სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლა, რომ მან მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობა ითხოვა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. 

სახალხო დამცველმა შპს „აიბი მთიების“ დირექტორს შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

კერძო სკოლის, შპს „აიბი მთიების“ ისტორიის მასწავლებელს, მას შემდეგ, რაც მან თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებელს შეატყობინა და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით დროებით სარგებლობა ითხოვა, რამდენიმე დღეში აცნობეს, რომ სამსახურში აღარ გამოცხადებულიყო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად განმცხადებელს მისი სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა მშობლების უკმაყოფილება დაუსახელეს.

სახალხო დამცველისადმი წარმოდგენილ პოზიციაში მოპასუხე აცხადებს, რომ სკოლას არ შეუწყვეტია შრომითი ურთიერთობა განმცხადებელთან, მხოლოდ დროებით შეუჩერა უფლებამოსილება იქამდე, ვიდრე მოსწავლეების, მშობლებისა და თავად განმცხადებლის მოსაზრებების მოსმენის შედეგად, სამომავლო ურთიერთობის ბედი გადაწყდებოდა.

მხარეთა პოზიციებისა და სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა იმ მომენტიდან, როდესაც განმცხადებელმა, სკოლის წარმომადგენლის მითითებისამებრ, შეწყვიტა გაკვეთილების ჩატარების მიზნით სკოლაში გამოცხადება; ხოლო, შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც განმცხადებელმა საკითხის შესწავლის შესახებ განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს.

ჩნდება ეჭვი, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა დროებით შეჩერების გადაწყვეტილებად დისკრიმინაციული მოპყრობის შენიღბვასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობას ემსახურება. ამასთან, ორსულ ქალთა დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების მომეტებული რისკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საეჭვოდ მიიჩნია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროში თანხვედრა განმცხადებლის ორსულობის ფაქტთან.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში აღნიშნა, რომ შპს „აიბი მთიების“ მიერ, შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განმცხადებლის ორსულობით იყო განპირობებული და მოპასუხეს მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობის განხორციელებისას იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპების უპირატესი დაცვით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

მაწავლებელს პატიმრობა შეეფარდა - საქმე მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ეხება

როდის ვთესავთ ჯეჯილს სააღდგომოდ - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხასხასა და ლამაზი იყოს

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება