სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

შეიძლება თუ არა „თიმსში” შეხვედრის ჩაწერა? - რა უნდა იცოდეთ, სანამ ჩანაწერის შექმნას გადაწყვეტთ
19-02-2022
-
+


პანდემიის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ნაწილობრივ, ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლეს. დისტანციურმა სწავლებამ, რომელიც ორი წლის წინ დიდი გამოწვევა იყო, ფეხი მოიკიდა და პედაგოგებისთვის ონლაინ გაკვეთილების ჩატარება ჩვეულ მოვლენად იქცა.

დისტანციური სწავლების დროს, როდესაც რამდენიმე კლასს ასწავლი, რთულია, დაიმახსოვრო, ვინ იაქტიურა გაკვეთილზე, რომელ დღეს რა თემა განიხილეთ და ვინ რა პასუხი გაგცათ. ასეთ დროს, ალბათ, ბევრს გასჩენია სურვილი, რომ არსებობდეს ჩანაწერი, რომელსაც მოსწავლეთა შეფასებამდე კიდევ ერთხელ გადაავლებდა თვალს.

ვინც არ იცის, გეტყვით, რომ „თიმსში“ შეხვედრის ჩანაწერის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა შეხვედრის ჩაწერამდე აუცილებელია, მონაწილეებს მიაწოდოთ ინფორმაცია ჩანაწერის გაკეთების შესახებ. თანხმობის მიღების შემდეგ კი შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ინსტრუქციით:

აირჩიეთ „სხვა მოქმედებები“ (სამი წერტილი) ჩამონათვალში „ჩანაწერის დაწყება“, რამდენიმე წამში თქვენი შეხვედრის ჩანაწერი დაიწყება. დასრულებისთვის იმოქმედებთ იგივენაირად, შედით „სხვა მოქმედებებში“ და აირჩიეთ „ჩანაწერის დასრულება“. ჩანაწერი, რამდენიმე წუთში, თქვენი გუნდის სიახლეების ველში ვიდეოს სახით გამოჩნდება.

„თიმსში“ შექმნილი ჩანაწერების დადებითი მხარე ისაა, რომ საშუალება გექნებათ, კიდევ ერთხელ გადახედოთ, განიხილოთ და უკეთესად დაიმახსოვროთ ონლაინ შეხვედრის თემა. შეგახსენებთ, რომ ჩანაწერის დაწყებამდე აუცილებელია მონაწილეების გაფრთხილება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება