| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს, სკოლაში მომუსავე სხვა თანამშრომელს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში“ - აღნიშნული ცვლილება ერთ-ერთია, იმ მრავალთაგან, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შევა.
კანონპროექტს, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის შესასრულებლად შეიტანეს პარლამეტში, აჩქარებული წესით განიხილავენ.
საკანონმდებლო ინციატივით, მასწავლებელს/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, რომელსაც შრომითი ურთიერთობა შეუწყდა მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, შეეზღუდება სკოლაში საქმიანობის უფლება გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში ვინაიდან, მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს მასწავლებლის პროფესიული ეთიკისა და სკოლის შინაგანაწესის უხეშ დარღვევას და ეჭვქვეშ აყენებს მის უნარს, უზრუნველყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო.
მსგავს შემთხვევებში მასწავლებლის/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლის სასკოლო სივრცეში დაუყოვნებლივ დაბრუნება ქმნის მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების რისკებს და უარყოფითად აისახება სკოლისადმი საზოგადოების ნდობაზე სამწლიანი შეზღუდვა არ წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებას, არამედ არის პრევენციული ხასიათის მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს მსგავსი ქმედებების თავიდან აცილებას და ამავდროულად მასწავლებლისთვის ქცევის კორექციისა და პროფესიული პასუხისმგებლობის გააზრების შესაძლებლობის მიცემას.
აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცეში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკასა და განათლების სფეროში დამკვიდრებულ სტანდარტებს, რომლებიც ძალადობის შემთხვევებში ითვალისწინებს დროებით პროფესიულ დისკვალიფიკაციას, როგორც ბავშვის უფლებების დაცვის ეფექტიან ინსტრუმენტს.
მოსწავლეებისთვის მობილურებთან ერთად საათებიც აიკრძალება - შეზღუდვა კერძო სკოლებზეც გავრცელდება
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება