სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები, წიგნები

მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი პროგრამა უქმდება - უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებას პარლამენტი განიხილავს
02-02-2026
-
+


მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უქმდება - ცვლილებას უმაღლესი განათლების კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელსაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს;

ტერმინი - „აკადემიური უმაღლესი განათლება“ შემდეგნაირად ჩამოყალიბდება: „უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც მოიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს“.

რატომ დადგა ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა? - კანონპროექტში განმარტებულია, რომ 300 კრედიტიანი და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები ერთსა და იმავე მიზანს - მასწავლებლის მომზადებას ემსახურება, შედეგად კი რთულდება „მასწავლებლის მომზადების სისტემის თანმიმდევრული განვითარება“.

კანონპროექტში ვკითხულობთ: მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს სწავლების უფრო ხანგრძლივ და ნაკლებად მოქნილ მოდელს, მაშინ როდესაც მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელს ხდის მასწავლებლის მომზადებას უფრო მოკლე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ტრაექტორიების ფარგლებში. ამ პირობებში, ორივე რეგულაციის პარალელურად არსებობა იწვევს ერთი და იმავე ფუნქციის ორმაგ რეგულირებას, რაც არაეფექტიანად იყენებს საგანმანათლებლო რესურსებს და ართულებს მასწავლებლის მომზადების სისტემის თანმიმდევრულ განვითარებას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ამოღება მიზნად ისახავს მასწავლებლის მომზადების სისტემის ოპტიმიზაციასა და მოთხოვნაზე ორიენტირებული, მოქნილი საგანმანათლებლო მოდელების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე პოტენციური სტუდენტების ინტერესების უკეთ დაცვას“.

რა ელით აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს? - კანონპროექტში განმარტებულია, რომ მათ მიეცემათ პროგრამის დასრულების საშუალება 2030-2031 აკადემიური წლის ჩათვლით:

„ხსენებულ პროგრამებზე უკვე ირიცხებიან სტუდენტები, აღნიშნული ცვლილების უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე მასობრივად გავრცელება რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მათ და გამოიწვევდა დიდი რაოდენობით რიგგარეშე მობილობის განხორციელების აუცილებლობას, რაც შესაძლოა უარყოფითად ასახულიყო სტუდენტების მიერ განათლების მიღების უფლების რეალიზაციაზე. შესაბამისად მიზანშეწონილია, დაწესებულებებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ გარკვეული გარდამავალი პერიოდით მილევად რეჟიმში განახორციელონ აღნიშნული პროგრამები, რაც თავის მხრივ, თავად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს შესაძლებლობას, რომ მოახდინონ ადაპტირება აღნიშნულ ცვლილებებთან და შესაბამისად დაგეგმონ საკუთარი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება