| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მთავრობამ სკოლების დახურვის გადაწყვეტილება არ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო საზოგადოებაში მაღალი მოლოდინი არსებობდა. დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 26 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა და მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ არსებული ეპიდვითარება დიდი საფრთხისშემცველია. პედაგოგი ბიჭიკო ოჩიგავა, სოციალურ ქსელში აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება. etaloni.ge პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ესენი რისი ღირსები არიან, იცით? არცერთი მასწავლებელი არ გამოცხადდეს სკოლაში პროტესტის ნიშნად. მერე მიიღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებებს. იციან, საერთოდ, რა ხდება სკოლებში? ზოგი ონლაინ, ზოგი სკოლაში. სკოლების უმრავლესობა ისედაც დისტანციურადაა. შეშინებულები, დაძაბულები, კეთროვანებივით რომ დავდივართ იციან? რა მეპოზიტიურება გაკვეთულზე, როცა არ ვიცი, სახლში ვირუსშეყრილი დავბრუნდები თუ არა ქუჩიდან, სკოლიდან, მაღაზიიდან, ტრანსპორტიდან?
კოვიდის შემდეგ უჰაერობას ვებრძვი დღემდე და ნამდვილად არ მსურს ისევ დავინფიცირდე. პირადად ჩემს ფილტვებს ეს მძიმედ დაარტყამს.
მე მეშინია და თქვენი არ ვიცი. რატომ უნდა ვიდგე ბიოლოგიური ომის წინა ხაზზე, ესეც არ მესმის.
თებერვალში 60 000 ინფიცირებულს ელოდებიან დღეში და მიდით შეუბერეთო. ბრაზმა არ დამახრჩოს, მეშინია.
რატომ გამოდიხართ სამასკაციანი ქორწილების წინააღმდეგ, შეგიძლიათ, აუხსნათ საზოგადოებას? რეგულაციებს იქაც „იცავენ".
2000-1500 მოსწავლე რომ ირიცხება სკოლაში და ბოლომდე იარეო, რომ ეუბნები, განა, აქ ლოგიკაა?
3 თვე ვისხედით სახლში და ამ კატასტროფული რიცხვების ფონზე, რომ თებერვალი დისტანციურად ვყოფილიყავით, არაფერი დაშავდებოდა.
რეალობა და ნამდვილი სტატისტიკა სწორედ ჩემნაირი, უბრალო მასწავლებლის პოსტებში იდება კომენტარების სახით. ეს არის ნამდვილი პულსის ცემა. ეს არის ის, რაც ნამდვილად ხდება სკოლებში და რაც ნამდვილად აწუხებთ პედაგოგებს და არა ის, რაც თქვენ გგონიათ!!!
P.S. იმ მშობლების ლოგიკას მინდა ჩავწვდე, ძალიან რომ არიან მოწადინებულები ამ პირობებში შვილები როგორმე სკოლებში გაუშვან, თორემ გაუნათლებელი დარჩათ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ