სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საქართველოს მასწავლებლები გმირები არიან“ – Unicef
02-02-2022
-
+


გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ღასან ხალილი საქართველოს მასწავლებლებს პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესში გაწეული შრომისთვის ამდლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ისინი გმირები არიან. მისი განცხადებით, მასწავლებლებს უმოკლეს დროში მოუწიათ სწავლების ახალ გზებთან, ახალ ტექნოლოგიებთან შეგუება და ამ მხრივ ბევრ რამეს მიაღწიეს.

„ყველას მოგვეხსენება, რომ პირისპირ სწავლა გაცილებით უფრო ეფექტიანია, ვიდრე დისტანციური  და ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო საქართველოს მასწავლებლები, რომლებიც გმირები არიან. ვინაიდან უმოკლეს დროში მოუწიათ სწავლების ახალ გზებთან, ახალ ტექნოლოგიებთან შეგუება, რაც იოლი ნამდვილად არაა. ამ მხრივ მათ ბევრ რამეს მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გარკვეული გამოწვევებია დასაძლევი, ძალიან დასაფასებელია, როგორც განათლების სამინიტროს, ისე თითოეული მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ გაწეული ძალისხმევა“, - განაცხადა ღასან ხალილმა.

მან მოსწავლეებისთვის სკოლაში სიარულის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რადგან მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია.

„მოსწავლეებისთვის ეს არ ყოფილა იოლი, თუმცა მათ სიმტკიცე და მონდომება გამოავლინეს. დღეს ვხედავთ უსაფრთხოების ნორმების დაცვით გახსნილ სკოლებს და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება ბავშვების აკადემიური წინსვლისთვის და რაც მთავარია,  ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან მრავალ ქვეყანაში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რამდენად მავნე ეფექტი აქვს ბავშვებზე დისტანციურ სწავლებას“, - აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულმა ხელმძღვანელმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება