TOP ნიუსი
სიახლეები
მსოფლიო, საინტერესო

როგორ ატარებენ მშობელთა კრებას ევროპის სკოლებში? - საინტერესო გამოცდილება
30-01-2022
-
+


ევროპაში მასწავლებლებისა და მშობლების კომუნიკაცია ეფექტური სწავლების წინაპირობაა, ამიტომ მშობელთა კრებას სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 

საინტერესოა როგორ ტარდება მშობელთა კრება ევროპის ქვეყნებში? და რაზე საუბრობენ პედაგოგები და მასწავლებლები?

ესპანეთი

მშობელთა კრება წელიწადში 3-4-ჯერ ტარდება. ჩვეულებრივ, სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოს - როდესაც სკოლაში ერთდროულად ყველა მშობელს იწვევენ.

შეხვედრა ინიშნება სკოლაში ან ბოლო დროს, პანდემიის გამო, „ზუმში“. თავიდან მასწავლებელი დაწვრილებით ყვება სასწავლო პროგრამის, სახელმძღვანელოების, დაგეგმილი კლასგარეშე ღონისძიებების შესახებ, შემდეგ მშობლებს სკოლის დათვალიერებას სთავაზობენ: აჩვენებენ, რა პირობებში ისწავლიან მათი შვილები, სად ივარჯიშებენ თუ დაისვენებენ.

ესპანეთში ბავშვები დღის მნიშვნელოვან ნაწილს სკოლაში ატარებენ, სამაგიეროდ სადილისთვის ორსაათიანი შესვენება აქვთ. ამ დროს მათ შეუძლიათ დარჩნენ სკოლაში და სკოლის სასადილოში ისადილონ. პედაგოგი მშობლებთან, რომლებიც შვილებს სასადილოდ სკოლაში ტოვებენ, ათანხმებს საერთო მენიუს და კვების ხარჯებს. ეს ერთადერთი ფინანსური საკითხია, რომელზეც ესპანურ სკოლაში მშობელთა კრებაზე საუბრობენ.

დაახლოებით პირველი სასწავლო ტრიმესტრის ბოლოს მასწავლებელი მშობლებს ინდივიდუალურ შეხვედრაზე იბარებს. მშობლებთან კომუნიკაცია სკოლის სასწავლო პლატფორმის საშუალებით ხდება.

სკოლიდან ოჯახში იშვიათად რეკავენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რაღაც სასწრაფო მოხდა. მასწავლებელი პერსონალურ ნომერს არასდროს გასცემს, ამიტომ თუ მშობელს მასთან საუბარი უნდა, სკოლის საერთო ნომერზე უნდა დარეკოს.

ინდივიდუალური შეხვედრის ფორმატი და დრო წინასწარ თანხმდება: შესაძლებელია სკოლაში მისვლა ან მასწავლებელთან ონლაინ შეხვედრა. ამ შეხვედრაზე საუბარი კონკრეტულ ბავშვს შეეხება, მაგრამ მასწავლებელი არასდროს საუბრობს მის ნიშნებზე, რადგან ამისთვის ელექტრონული კაბინეტები არსებობს.

ასეთი შეხვედრების მთავარი მიზანი არის პედაგოგმა მშობლებს გაუზიაროს, როგორ ცხოვრობს მათი შვილი, როდესაც ისინი მის გვერდით არ არიან.

დასკვნითი მშობელთა კრება სასწავლო წლის ბოლოს ტარდება. შესაბამისად საუბარი სწავლის შედეგებს შეეხება. შესაძლებელია, მშობლებს ურჩიონ არდადეგების პერიოდში რომელ საგნის სწავლისგენ მიმართონ ყურადღება. მაგრამ ამას მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს.

ფინეთი 

ფინეთის მშობელთა ასოციაციაში თვლიან, რომ მშობელთა კრება ეს არის არა მხოლოდ ოჯახისთვის სწავლების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ხერხი, არამედ მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის მეთოდი.

ფინურ სკოლებში სასწავლო წლის მანძილზე 1-3-ჯერ ე.წ. მშობელთა საღამოები ტარდება. აქ განიხილება აქტუალური თემები, რომლებიც სასკოლო ცხოვრებას ან სასწავლო პროცესს ეხება, მაგალითად, შეფასების მეთოდები, მოსწავლეთა კეთილდღეობა და ა.შ.

თუ შეხვედრა კითხვარის შევსებას ითვალისწინებს, დროის დასაზოგად, ყველაფერი წინასწარ ონლაინ გვარდება.

შეხვედრის დასაწყისი, როგორც წესი - საინფორმაციოა, როდესაც მასწავლებელი (კლასის ხელმძღვანელი) მშობლებს მათი შვილების სწავლების ძირითად ასპექტებს აცნობს. შემდეგ მშობლებს სთავაზობენ განიხილონ საკითხები „დღის წესრიგიდან“.

სკოლების დაახლოებით 75%-ს აქვს მშობელთა ასოციაციები, კლასებში კი მშობელთა კომიტეტები არსებობს. მათ შეუძლიათ გასვლითი და სოციალური ღონისძიებებისა და დისკუსიების მოწყობა და ასევე სკოლის განვითარებაში მონაწილეობა.

ფინურ სკოლებში ასევე მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრის პრაქტიკაც არსებობს, სადაც ცალკეული ბავშვის წარმატება და სწავლის მიმართულება განიხილება. ის შეიძლება ჩატარდეს როგორც მასწავლებლის, ასევე მშობლის და მოსწავლის ინიციატივითაც კი.


საფრანგეთი 

საერთო მშობელთა კრება საფრანგეთში იშვიათი მოვლენაა. პირველი კრება ტარდება მოსწავლეთა საშუალო სკოლაში მიღებისთანავე, სადაც საუბრობენ საგანმანათლებლო პროგრამის, საგნების, სასკოლო წესებისა და სასწავლო პროცესის შესახებ. 

მეორე შეხვედრა ჩვეულებრივ მაღალ კლასებში ტარდება და ის პროფორიენტაციას ეძღვნება. კრების დანიშვნის შესახებ მშობლებს წინასწარ ატყობინებენ, როგორც წესი, ელექტრონული ფოსტით ან სკოლის ონლაინ პლატფორმის საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ მშობელთა კრებაზე ბავშვის მიღწევებზე არასდროს საუბრობენ. ამისთვის მასწავლებლებთან ინდივიდუალური შეხვედრები არსებობს. მშობლები შვილთან ერთად სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს 10-10 წუთით ხვდებიან და საკუთარი შვილის მიღწევებს განიხილავენ. 

თუ მშობლებს რომელიმე პედაგოგთან, კლასის ხელმძღვანელთან ან დირექტორთან შეხვედრა სურთ შეუძლიათ სკოლაში დარეკონ და ისინი შეხვედრას უმოკლეს დროში დაუნიშნავენ. 

ინგლისი 

ინგლისში მშობლები და პედაგოგები ერთმანეთს წელიწადში ორჯერ ხვდებიან. პედაგოგი თითოეული მოსწავლის მშობელს ინდივიდუალურად ხვდება. შეხვედრა საშუალოდ 10 წუთი გრძელდება. მოსაწვევს მასწავლებელი მშობლებს წინასწარ უგზავნის და შეხვედრის დროის ასარჩევად 2-3 დღეს აძლევს. სპეციალურ საიტზე მშობელი მისთვის სასურველ დღესა და დროს უთითებს და სკოლაში მიდის. თუ წლის მანძილზე დაუგეგმავი შეხვედრის აუცილებლობა გახდა საჭირო, მასწავლებელი ისევ წერილს აგზავნის ან ბავშვს სკოლიდან სახლში მოსაწვევს ატანს.


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

„ორგან მუშაობის მიზეზი არის არასაკმარისი ანაზღაურება“  - პრემიერი კანონში ცვლილებაზე

ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება

ანაზღაურება 3300 ლარია - რა პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას მანდატურის სამსახური 

ასაშენებელი და გასარემონტებელი სკოლების პრიოტიტეტულ სიას განათლების სამინისტრო ადგენს

არჩევანის გაკეთების ვადა დღეს, 1-ელ ნოემბერს იწურება - emis ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

აღსანიშნავია, მე-3 კლასელთა სახალისო გაკვეთილი, რომელიც როლური თამაშის გამოყენებით წარიმართა

„ვუსურვებთ მომავალ წარმატებებსა და ახალ მიღწევებს სპორტულ და საგანმანათლებლო სფეროებში“

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ
 
საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება