| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის ათასობით შემთხვევა დასტურდება. ამ ფონზე ხშირია მასწავლებელთა ინფიცირების შემთხვევებიც. გარდა კოვიდდადასტურებული პედაგოგებისა, სკოლაში იზოლაციაში მყოფი მასწავლებლებიც ვერ დადიან.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დირექტორები ცდილობენ, სკოლებში სწავლა შეუფერხებლად გაგრძელდეს, თუმცა ადამიანური რესურსის დეფიციტი სკოლების ნაწილში უკვე იგრძნობა.
სკოლის სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილებას ჯანდაცვის წარმომადგენლები იღებენ. მაგალითად, თუ რამდენიმე კლასში ერთდროულად დადასტურდა ვირუსის შემთხვევები, სწავლა ყველა მოსწავლისთვის დისტანციურად გაგრძელდება, მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ კოვიდით ერთი სკოლის რამდენიმე მასწავლებელია ინფიცირებული? შეუძლია თუ არა დირექციას, რომ ასეთ დროს მოითხოვოს სკოლის სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა?
კანონის მიხედვით, არსებობს დისტანციური სწავლების მოდელზე გადასვლის წინაპირობები. ერთ-ერთი ასეთია სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას დადგენილი დროებითი შეზღუდვები. ამ დროს გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტრო იღებს, თუმცა თუ ვირუსის გავრცელების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო ონლაინ სწავლების რეკომენდაციით არ გამოდის, არის შემთხვევები, როდესაც დირექციას დისტანციური სწავლების მოთხოვნის უფლება აქვს. კერძოდ, თუ სკოლაში პედაგოგების დეფიციტი შეიქმნება.
კანონში წერია, რომ დისტანციური სწავლების გადასვლის წინაპირობა შეიძლება იყოს: ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტი, ასევე დირექციას უფლება აქვს მოითხოვოს სკოლის სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანა სხვა დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში. ასეთ დროს, დასაბუთებულ მოთხოვნას, პირველ რიგში, რესურსცენტრი განიხილავს და გადაწყვეტილება შესაბამისად იქნება მიღებული.
კოვიდდადასტურებული და იზოლაციაში მყოფი მასწავლებლების რიცხვი იზრდება, აქედან გამომდინარე, ონლაინ სწავლებაზე გადასვლის მსურველი სკოლების რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა