სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი განმარტავს, რომელი აქტივობები უნდა შეიტანოთ პორტფოლიოში
23-01-2022
-
+


მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, უფროს და წამყვან მასწავლებლებს სტატუსის ასამაღლებლად პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. საგამოცდო ტესტი ერთი და იგივე იქნება, თუმცა გადასალახი ბარიერი - განსხვავებული.

საგამოცდო ლიტერატურა მრავალფეროვანი და ვრცელია, მიუხედავად ამისა, მასწავლებლები მხოლოდ გამოცდის ჩაბარებით ვერ მოიპოვებენ სტატუსს, ისინი პრაქტიკულ ნაწილშიც უნდა შეფასდნენ, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური - პორტფოლიოს შეფასებაა.

მასწავლებლებს კითხვა გაუჩნდათ - რომელი აქტივობები უნდა შეიტანონ პორტფოლიოში? როგორი პორტფოლიო იქნება სრულყოფილი და შეფასდება დადებითად და როგორი - არა? ამის გასარკვევად etaloni.ge-მ მასწავლებლის სახლს მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ პორტფოლიოში პედაგოგის საქმიანობა უნდა ჩანდეს და უნდა აიტვირთოს ის აქტივობები, რომელსაც სქემა მოითხოვს. რა თქმა უნდა, ინფორმაცია სქემაშიც მოვიძიეთ.

წამყვანობის მსურველი მასწავლებლის პორტფოლიო შეფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს „ესქულში“ არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

რაც შეეხება მენტორის სტატუსს - უმაღლესი საფეხურის მსურველი მასწავლებლის პორტფოლიო შეფასდება სქემის მე-4 მუხლით და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

მე-4 მუხლი კი მასწავლებლის ვალდებულებებს აწესებს. კერძოდ:

  •  სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა;
  • საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება);
  • თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა;
  • ყოველი სემესტრის/სასწავლო წლის ბოლოს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების/სტრატეგიების შედეგების განხილვა, რის შედეგადაც დირექტორისგან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იღებს განმავითარებელ უკუკავშირს;
  • ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა:  უფროსი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 20 საკონტაქტო საათი; წამყვანი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 12 საკონტაქტო საათი; მენტორი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 6 საკონტაქტო საათი;
  • ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარების სხვა აქტივობის/აქტივობების განხორციელება;
  • კოლეგებთან თანამშრომლობა სასკოლო კულტურის განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისას ეთიკური ნორმების დაცვა. 
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აკვირდება მასწავლებლის საქმიანობას (მათ შორის, საგაკვეთილო პროცესს), აფასებს და აძლევს განმავითარებელ უკუკავშირს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უფროსი მასწავლებელის შემთხვევაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აკვირდება 3 და მეტ გაკვეთილს (საჭიროებიდან გამომდინარე), წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში – არანაკლებ 2 გაკვეთილს, მენტორი მასწავლებლის შემთხვევაში კი – არანაკლებ 1 გაკვეთილს.

კანონის მიხედვით, ყოველივე ზემოთჩამოთვლილის მიხედვით შეფასდებიან პედაგოგები. მასწავლებლის სახლის განმარტებით, მთავარია, რომ პედაგოგს თითოეული პუნქტის შესაბამისი აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტის „ესქულში“ ატვირთვა არ დაავიწყდეს.

„სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლის პორტფოლიო შეფასდება იმის მიხედვით, რასაც სქემა მოითხოვს. იქნება ეს განვლილი ტრენინგები, ჩატარებული კვლევები, კლასებში შესრულებული კომპლექსური დავალებები, სტატიები, ასევე შეიძლება იყოს დირექციის დახასიათება, შეფასების ჯგუფის კომენტარი, ჩატარებული გაკვეთილების რეფლექსიები და ა.შ. რაც მეტი აქტივობა ექნება პედაგოგს პორტფოლიოში ატვირთული - მით უკეთესი. ასატვირთი დოკუმენტების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა დადგენილი არ არის“, - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება