| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მიმდინარე წლის 10 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა - „მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება ბიზნესში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“ ტარდება.
ზამთრის სკოლაში მონაწილეობს დამამთავრებელი კლასის (XI -XII) 40 მოსწავლე, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის:თბილისიდან, იმერეთიდან, აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან და ქვემო ქართლიდან შეირჩნენ.
სკოლა გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უნივერსიტეტისშესახებ.
სკოლის ფარგლებში მოსწავლეებს ლექციებს წაუკითხავენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ქართველი და უცხოელი პროფესორები, რომლებიც თავიანთი დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან. მეცადინეობაჰიბრიდული მოდელით -ქართულ და ინგლისურ ენებზემიმდინარეობს.
ზამთრის სკოლა ინიცირებულიაKIU-ს მიერშოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ხორციელდება ფონდისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით. სკოლის მიზანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გააცნოს კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის თანამედროვე საკითხები და მათი გამოყენებები ბიზნესში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში.
ზამთრის სკოლის მონაწილეებს დღეს KIU-ს ელჩებმა(უნივერსიტეტის სტუდენტები) საინფორმაციო ტური მოუწყვეს და საუნივერსიტეტო ქალაქი დაათვალიერებინეს.
14 იანვარს გაიმართება ზამთრის სკოლის დახურვის ცერემონია, რომლის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და KIU-ს სასაჩუქრე პაკეტები.„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა