TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შემოქმედის საჯარო სკოლაში გენდერული თანასწორობის თემაზე გამართული ესეებისა და ხატვის კონკურსის მონაწილეები დაჯილდოვდნენ
11-01-2022
-
+


აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის I სემესტრი დასრულდა და საახალწლო არდადეგები დაიწყო.

მოსწავლეებმა აღნიშნული ფაქტი რეგულაციების შესაბამისად აღნიშნეს, თუმცა მათ საზეიმო განწყობას დამატებით სკოლაში მიმდინარე პროექტის - „გენდერული თანასწორობით სასკოლო კულტურის ამაღლების“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსის შედეგების გამოცხადება აძლიერებდა. კონკურსი გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას სკოლის კურსდამთავრებული, გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი და ჟიურის წევრი გიორგი გირკელიძე ესწრებოდა.

გენდერული თანასწორობის თემაზე, პროექტის აქტივობით გათვალისწინებული, ესეებისა (20 მონაწილე) და ხატვის კონკურსი (10 მონაწილე) ჩატარდა. ჟიურის გადაწყვეტილებით სამახსოვრო სიგელი კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა, ხოლო სიგელი და „ბიბლუსის“ 20-ლარიანი ვაუჩერი გამარჯვებულებს.

ესეების კონკურსში I ადგილი - მარიამ სადრაძეს (X კლასი); II ადგილი - ნინი ჩიტაიშვილს (IX კლასი); III ადგილი კი ბაია ბურჭულაძეს (IX კლასი) ერგოთ.

ნახატების კონკურსში, I ადგილი მფლობელი ეთუნა გოგოლაშვილი (VIII კლასი); II ადგილის - ელენე გორგაძე (IX კლასი), ხოლო III ადგილის- ბარბარე ერქომაიშვილი (VI კლასი ) გახდნენ.

გიორგი გირკელიძის მოწონება დაიმსახურა ნინო კვარაცხელიას ( IX კლასი), საბა მელუასა (X კლასი) და დავით ჩხატარაშვილის (X კლასი) ნამუშევრებმა და ჟურნალისტმა მათ სპეციალური პრიზები გადასცა.

ეს დღე მოსწავლეებმა ამაღლებული განწყობით, ხოლო მასწავლებლებმა სიამაყის გრძნობით დაიმახსოვრეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება