სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფშაველის საჯარო სკოლის პედაგოგ ხათუნა მარკოზაშვილს საგანმანათლებლო პროექტზე წარმატებული მუშაობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
10-01-2022
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.

საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი ხათუნა მარკოზაშვილი აქტიურად იყო ჩართული პროგრამა eTwinningPlus-ის პროექტში - „Media literacy and a digital generation“. პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად სამი თვის განმავლობაში, წარმატებით იმუშავა სხვადასხვა აქტივობებზე. კერძოდ: მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება, ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენების უნარ-ჩვევის განვითარება, ახალი ინფორმაციის გათვალისწინებით საკუთარი მოსაზრებების შეცვლა და ეფექტური კომუნიკაციის უნარის განვითარების ხელშეწყობა; სწორედ ამისთვის პროექტის დამფუძნებლმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მასწავლებლმა, ირმა ღანიაშვილმა ფშაველის სკოლას პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა;
მასწავლებელს, ხათუნა მარკოზაშვილს მოსწავლეების პროექტში აქტიური ჩართულობისთვის კი მადლობის სიგელი გადაეცა.  

ფშაველის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ არჩილ ხუტუაშვილი აღნიშნავს, რომ არაფორმალური განათლება მოსწავლეთა განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, სადაც მოსწავლე ახერხებს თავისი შინაგანი ძალების გააქტიურებას და ცოდნის რეალიზებას; ამ და მსგავს პროექტებში სკოლა მუდმივად გამოთქვამს მზაობას აქტიური ჩართულობისა და მასში მონაწილეობისათვის. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება