| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში, 31 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა.
„31 დეკემბრიდან დღემდე 30 პაციენტს მოემსახურა დამწვრობის ცენტრი. აქედან ორ შემთხვევაში, რვა და ცხრა წლის ბავშვებში სერიოზული მდგომარეობა იყო. ისინი წვანან დამწვრობის ცენტრის სტაციონარში. მათი მდგომარეობა არის სტაბილური. დამწვრობა აქვთ მიღებული მტევნებსა და სახის არეში. დანარჩენი პაციენტები გაეწერენ ამბულატორიულად“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
მისივე თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„კიდევ ერთხელ მინდა, უმორჩილესად გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას. ჩემი აზრით, საერთოდ უნდა აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება, რადგან ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახის უფროსს საჩუქრად მიაქვს ბავშვებისათვის. მესმის, კანონი კრძალავს არასრულწლოვანისთვის მიყიდვას, მაგრამ დღესდღეობით ალბათ დამერწმუნებით, რომ ბავშვებშიც, სამწუხაროდ, ხელმისაწვდომია პიროტექნიკა. ძალიან ბევრ ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენება კანონით აკრძალულია, მაგალითად, ინგლისში“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას