სიახლეები
სიახლეები

რა პროცედურები უნდა გაიაროს მასწავლებელმა გარე დაკვირვებისთვის?
21-02-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გარე დაკვირვების გავლის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია გამოაცხადა. გარე დაკვირვების გავლა უწევს უფროსი კატეგორიის მასწავლებელს, რომელსაც წამყვანის სტატუსის მოპოვება სურს. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი 4 კრე­დიტ­ქუ­ლას მი­ი­ღებს. 

გარე დაკვირვების გავლის უფლება აქვს უფროს მასწავლებელს, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთერთ მოთხოვნას:

1) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კრედიტქულებიდან მოპოვებული აქვს არანაკლებ 13 კრედიტქულა. 

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში Etaloni.ge-ს განუცხადეს, 13 კრედიტქულა პედაგოგს როგორც დამატებითი, ასევე სავალდებულო აქტივობებით უნდა ჰქონდეს მოპოვებული:

„ამ 13 კრედიტქულიდან 2 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობიდან უნდა იყოს მოპოვებული - პედაგოგს ჩატარებული უნდა ჰქონდეს ან 2 სამოდელო გაკვეთილი თითო-თითო კრედიტქულიანი, ან 1 კვლევა 2 კრედიტქულიანი, დანარჩენი 11 კრედიტქულა უნდა იყოს დამატებითი აქტივობებიდან,“ - განმარტეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

2) უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან, მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მიმართულებით ან, იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის.

I ეტა­პი - რე­გის­ტ­რა­ცია 

გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლის მსურ­ვე­ლი პი­რი რე­გის­ტ­რა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს eschool-ის ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში, სპე­ცი­ა­ლურ ბმულ­ზე და აუცი­ლე­ბე­ლია, რე­გის­ტ­რა­ცი­ის დროს შე­ავ­სოს შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია: 

ა) სა­გა­ნი, რო­მელ­საც ას­წავ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი და რო­მელ­შიც სურს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლა; 
ბ) კლა­სი, რო­მელ­შიც გეგ­მავს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვას.

II ეტა­პი - გაკ­ვე­თი­ლის წარ­დ­გე­ნა 

რე­გის­ტ­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­დან 1 თვის ვა­და­ში, და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტით, ამ­ტ­კი­ცებს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პე­რი­ოდს თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირებული მასწავლებლებისთვის გრაფიკის დადგენას, ასევე შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმირებას.

გარე დაკვირვებაზე რეგისტრირებული მასწავლებელი მისთვის განსაზღვრული პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე ვალდებულია ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს შესაბამის პერიოდში მიყოლებით ჩასატარებელი 5 გაკვეთილის გეგმა, რომელთაგან ერთერთზე განხორციელდება გარე დაკვრივება.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი გათვალისწინებულ ვადაში არ წარადგენს გაკვეთილის გეგმასა და მოთხოვნილ დოკუმენტაციას, მის გაკვეთილზე არ განხორციელდება გარე დაკვირვება. მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის ჩატარება დაგეგმოს რეგისტრაციის დროს მითითებულ საგანსა და კლასში. მასწავლებლისთვის გაკვეთილის ჩატარების განსაზღვრული პერიოდის ან/და მასწავლებლის მიერ წარდგენილი ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმის ცვლილება დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით.

გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა ერ­თ­ჯე­რა­დი პრო­ცე­სია და მო­ი­აზ­რებს ერთ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე დაკვირვებას, თუმ­ცა ის 4 ეტაპისგან შედგება: წინასაგაკვეთილო შეხვედრა; გაკვეთილზე დაკვირვება; გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა; გაკვეთილის შეფასება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცვლილება შეეხო გარე დამკვირვებელთა რაოდენობას. სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში გაკ­ვე­თილს ორი გა­რე დამკვირვებელი აფა­სებ­და. ცვლილების შე­დე­გად, გა­რე დამკვირვებელი იქნება მხოლოდ ერთი, ცენ­ტ­რის მი­ერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კვალიფიციური კად­რი, რო­მელ­საც სა­გაკ­ვე­თი­ლო გამოცდილებაც აქვს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სან­დოა და მა­ღა­ლი ავტორიტეტით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32, გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 24 ქულას. სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში კი გაკვეთილების შეფასების მაქსიმალური ქულაა 28. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ მასწავლებელი დააგროვებს არანაკლებ 21 ქულას. თუ მასწავლებელი უარყოფით შეფასებას მიიღებს, მას ხელახალი გარე დაკვირვების უფლება მომდევნო სასწავლო წელს მიეცემა.

შედეგის ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია გაასაჩივროს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. აპელაციის საფასური 50 ლარს შეადგენს. 

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ცნობილია, მანდატურის სამსახური რომელ რეგიონში რამდენ კადრს დაასაქმებს - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - რა გაუქმდა დოკუმენტის მიხედვით

„1 დღის ან 1 კვირის გამო, რატომ უნდა დაკარგოს ბავშვმა წელი?!“ - მხოლოდ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულები შევლენ პირველ კლასში

„არც ერთი კონკრეტული განცხადება არ არის, რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს უნივერსიტეტების გაერთიანებას“

„სტუ არ იყიდება“ - პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უნივერსიტეტების გაერთიანების წინააღმდეგ აქციას მართავენ 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„წარდგენა იყო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი - ცოდნა და სულიერი გამოცდილება ერთ მთლიანობად შეიკრა“

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება