სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N178 საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტი - „ზღვარი“ წარმატებით განხორციელდა
29-12-2021
-
+


ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტი „ზღვარი“ განხორციელდა. 

აღნიშნული პროექტის მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა და სკოლაში ბულინგის პრევენცია იყო. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ინგლისური ენის პედაგოგი დიანა მორბედაძე იყო. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

დასკვნითი ეტაპი კონფერენციით და სახალისო საახალწლო აქტივობებით დატვირთული იყო. 

„დასკვნითი ეტაპი დაგვირგვინდა 28 დეკემბერს კონფერენციით და სახალისო საახალწლო აქტივობებით. ამ დღეს იყო ბევრი პოზიტივი  და სიყვარული. 
ამ პროექტის დანერგვა ემსახურება სასკოლო სტრატეგიებისა და კურიკულუმის გაუმჯობესებას, რითაც ჩვენი განსხვავებული გამოცდილების საფუძველზე მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ბულინგის ეფექტური პრევენციისა და ინტერვენციების პროგრამების ფორმირებაში. 
პროექტში ჩართულია სწავლების ყველა საფეხურის თითქმის ყველა საგანი და შესაბამისად, მასწავლებლებიც, რომლებიც კოორდინირებულად ახორციელებენ მრავალ აქტივობას. შეიქმნა თემის შესაბამისი კომპლექსური დავალებები. წარმატებით მოხდა ზოგიერთი სსსმ მოსწავლის ჩართვაც. 
პროექტი ხელს უწყობს სწავლების ხარისხის და სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სკოლის განვითარებას. მიღებული გამოცდილება იქნება შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებისა და სათანადოდ გამოყენების წინაპირობა; უმჯობესდება ურთიერთობები მოსწავლე-მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის; ხდება პრობლემის იდენტიფიცირებისა და მისი გადაჭრის, აგრეთვე სოციალური და სასიცოცხლო უნარების განვითარება; სკოლაში იქმნება უსაფრთხო და პოზიტიური გარემო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება