TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რამდენი ხნით ენახებათ გამოცდაზე მიღებული ქულა სტატუსის ამაღლების მსურველ მასწავლებელს?
05-03-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2022 წლის ზაფხულისთვის წამყვანობისა და მენტორობის მსურველი მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებელი გამოცდა დააანონსა. მსგავსი ტიპის გამოცდა პირველად ჩატარდება. უკვე ცნობილია ლიტერატურაც, თუ რა მასალის მიხედვით იქნება ტესტები შედგენილი.

„კარიერული წინსვლისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლები პრაქტიკული კომპონენტითაც უნდა შეფასდნენ, რაც გულისხმობს პედაგოგის პორტფოლიოს შესწავლასა და სკოლაში მასწავლებლის უშუალო საქმიანობის შეფასებას. მათ შორის, გასაუბრებას, საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასა და სხვა.

იმ შემთხვევაში, თუ კარიერული წინსვლის მსურველმა პედაგოგმა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ პრაქტიკული კომპონენტი ვერ/არ გაიარა, მას გამოცდებზე მიღებული ქულა უნარჩუნდება და პრაქტიკული კომპონენტის დადასტურების შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში კიდევ მიეცემა“, - წერია ოფიციალურ ინფორმაცაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არ დააკონკრეტა, უვადო იქნება თუ არა გამოცდაზე მიღებული ქულა, თუმცა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში აღნიშნულია, რომ პედაგოგს გამოცდაზე მიღებული შედეგი შეუნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მას უფლება აქვს, მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.

აქვე მნიშვნელოვანია, რომ სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე გასვლის უფლება მხოლოდ იმ მასწავლებლებს ექნებათ, რომლებსაც საგნობრივი კომპეტენციის გამოცდაზე 50%-იანი ბარიერი აქვთ გადალახული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება