TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოლაჯურის საჯარო სკოლის პედაგოგ თამარ აბრამიშვილის ინიციატივით სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით საინტერესო პროექტი განხორციელდა
24-12-2021
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის, თამარ აბრამიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა პროექტი სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებისათვის.

პროექტი - „სამოქალაქო აქტივიზმი ახალგაზრდებისათვის სამცხე-ჯავახეთში“ თამარ აბრამიშვილის ინიციატივით, კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის - „ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის ფარგლებში, განხორციელდა.

პროექტის მონაწილეებმა გაიარეს 4-დღიანი ტრენინგკურსი. ტრენინგზე განიხილეს სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებული საკითხები; პროექტში ჩართული იყო ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული სამი სკოლა: ბოლაჯურის, სმადის და ხევაშენის საჯარო სკოლები.

„აღნიშნული სკოლებიდან შევარჩიეთ 20 მოსწავლე, რომლთაც შეავსეს აპლიკაციები და პროექტში მონაწილეობის განსაკუთრებული ინტერესი და მოტივაცია გამოხატეს. აღნიშნული პროექტი არის საპილოტე, გარდა ტრენინგისა პროექტში მონაწილე ახალგაზრდები გააგრძელებენ სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით პროექტების განხორციელებას და მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო განათლების მიმართულებით დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში. ამასთან აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულნი იყვნენ ზემოთ აღნიშნული სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები: თამარ აბრამიშვილი, მადონა ჭრელაშვილი და ქეთევან ენდელაძე. მათ ჩამოაყალიბეს საინიციატივო ჯგუფი და ამ მიმართულებით აპირებენ პროექტების განხორციელებას. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ვიდეო და ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლის შესახებაც ტრენინგების განმავლობაში მიიღეს ინფორმაცია, ასევე შექმნეს ვირტუალური ჯგუფი, სადაც გეგმავენ სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას. მსგავსი ფორმატი იძლევა სკოლებს შორის ურთიერთობის დამყარებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას. პროექტის ფარგლებში გამოვაცხადეთ ესეების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის უფლება ჰქონდათ ტრენინგებში ჩართულ ახალგაზრდებს. ესეს თემა იყო - „მოქალაქეობა ეს არის შესაძლებლობა, შეცვალო გარემო სადაც ცხოვრობ“. 21 დეკემბერს პროექტის დახურვა და დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში, ესეების კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ ბიბლუსის ვაუჩერები, ხოლო პროექტში ჩართული ყველა ახალგაზრდა დაჯილდოვდა სერტიფიკატით. პროექტი განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით“, - აღნიშნული გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის შესახებ მეტი დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება