სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მირჩევნია, პრაქტიკოს მასწავლებლებს კიდევ ერთხელ ჰქონდეთ სკოლაში დარჩენის შესაძლებლობა“-ლიანა მუკბანიანი, ყარაჯალას საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი
20-12-2021
-
+


განათლების სამინისტროს მიერ პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით მიღებულმა ბოლო გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ მასწავლებელს გამოცდის ჩაბარების გარეშე სტატუსი აუმაღლდება და შესაბამისად სისტემაში დარჩენას შეძლებს, საზოგადოების, მათ შორის მასწავლებლების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია.

Etaloni.ge-მ აღნიშნულ საკითხზე საჯარო სკოლების მასწავლებლების აზრი მოისმინა, მათ შორის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლიანა მუკბანიანის.

როგორც მასწავლებელი აღნიშნავს, თუ სამინისტრო პრაქტიკოს პედაგოგებს ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას მისცემს, ეს უსამართლობის გრძნობას არ გაუჩენს და გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ სკოლაში პრაქტიკოსები არ გვყავს, ყველა სტატუსიანი პედაგოგია. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ წლების განმავლობაში მასწავლებელს, რომელიც კლასში  მუშაობს, როგორც მინიმუმ საგნის გამოცდა ჩაბარებული უნდა ჰქონდეს. ეს უბრალოდ, ჩემი როგორც პედაგოგის და ადამიანის მოსაზრებაა. თუ სამინისტრო შანსს მისცემს და ისინი შეძლებენ ამ ხარვეზის გამოსწორებას, რა თქმა უნდა, მეც ვიქნები ჩემი კოლეგების გვერდით, მირჩევნია, რომ მათ კიდევ ერთხელ ჰქონდეთ სკოლაში დარჩენის შესაძლებლობა. იმის მიუხედავად, რომ 2011 წელს ჩავაბარე საგანიც და პროფესიული უნარებიც, საკმაოდ კარგი ქულებიც მქონდა, არ მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით უსამართლო მდგომარეობაში ჩავდექით მე და ჩემი მსგავსი მასწავლებლები. მე ეს ყველაფერი საკუთარი თავისთვის გავაკეთე, ამით ვიღრმავებდი ცოდნას, ვიღებდი გამოცდილებას. ამიტომ არანაირი უსამართლობის შეგრძნება არ მრჩება.“

განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილისთვის სტატუსის მომატების შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება