სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა სჭირდებათ მოსწავლეებს საახალწლო არდადეგებზე
03-01-2022
-
+


საახალწლო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია იცოდეთ, ეს დრო თქვენმა შვილებმა საინტერესოდ და ნაყოფიერად როგორ უნდა გაატარონ. სასწავლო წლის მიმდინარეობისას, მოსწავლეებს სწავლისა და მეცადინეობის გარდა, დრო თითქმის არაფრისთვის რჩებათ. ამიტომაც, არდადეგები მათთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. ხშირად, ბავშვებს მხოლოდ თქვენი ყურადღება სჭირდებათ. ამიტომაც, გირჩევთ, ეს პერიოდი სასიამოვნოდ როგორ უნდა გაატაროთ.

ბავშვებს სახლიდან გასვლა სჭირდებათ

მოსწავლეები, სასწავლო კვირის განმავლობაში, გარეთ სასეირნოდ გასვლას ვერ ახერხებენ. დრო, როდესაც სკოლაში არ არიან, ძირითადად, მეცადინეობაში, კითხვაში, ტელევიზორის ყურებასა და ვიდეო თამაშებით გართობაში გადის.
ამიტომაც, კარგი იქნება თუ არდადეგებზე მათ ბოტანიკურ ბაღში, ზოოპარკში ან მუზეუმში თუ წაიყვანთ. ასე დროს ბევრად უფრო საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარებენ.

მათ საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება სჭირდებათ

მოკალათდით შვილებთან ერთად, წაიკითხეთ წიგნები, ჩართეთ საქმიანობაში. მაგალითად, მათთან ერთად გამოაცხვეთ ფუნთუშები. შეგიძლიათ მათთან ერთად ფილმებს უყუროთ, ასწავლოთ თქვენი საყვარელი თამაშები. ასე თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებთ და მათზე საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული დრო დადებითად აისახება.

მნიშვნელოვანია კავშირი შორს მცხოვრებ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ოჯახის წევრებთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ, თუნდაც ისინი თქვენგან მოშორებით ან სულაც სხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ. დააწერინეთ მათ წერილები, დაგეგმეთ ვიდეო ზარები. ეს მათ დაეხმარებათ, რომ თავიანთი ამბები ოჯახს გაუზიარონ და მათი მხარდაჭერა იგრძნონ. როგორც წესი, მოსწავლეებს სასწავლო წლის მიმდინარეობისას ვიდეო ზარებისა და ხანგრძლივი საუბრების დრო არ აქვთ. სწორედ ამიტომ, კავშირის დასამყარებლად არდადაგები გამოიყენეთ,

არდადეგებზე ბევრი უნდა წაიკითხონ

როგორც წესი, როდესაც ბავშვები სკოლაში დადიან, სხვა ლიტერატურის გაცნობის დრო ნაკლებად აქვთ. ამიტომაც, სასურველია, რომ საახალწლო  დასველებებისას კითხვის სურვილი და მოტივაცია გაუღვივოთ. შეგიძლიათ, მათ თქვენს საყვარელ მწერლებსა და ნაწარმოებებზე ესაუბროთ, საინტერესო ისტორიები მოუყვეთ. ასე ლიტერატურით კიდევ უფრო დაინტერესდებიან.

შვილებს დაპირებები უნდა შეუსრულოთ

თუ შვილს დაჰპირდით, რომ დღის განმავლობაში დროის გარკვეულ მონაკვეთს თამაშს დაუთმობდით, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ თქვენს სიტყვებს ასრულებთ. შედეგად, თვითონაც ისწავლიან თავიანთი გაცემული დაპირების შესრულებასა და საკუთარ ნათქვამზე პასუხისმგებლობის აღებას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება