სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„დიპლომიან მასწავლებელს გამოცდა აღარ უნდა უტარდებოდეს, მათ კომპეტენცია უკვე დაადასტურეს“ - არის თუ არა უმაღლესი განათლება პროფესიონალიზმის მანიშნებელი
19-12-2021
-
+


დღეს ყველაზე აქტუალური თემა პრაქტიკოსი პედაგოგების ნაწილისთვის მინიჭებული სტატუსებია. მასწავლებლები კოლეგებს მხარს უჭერენ, თუმცა სამინისტროს ნაბიჯს უსამართლოს უწოდებენ და უთანასწორობაზე საუბრობენ.

მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებსაც საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა მინიმუმ ერთ კრედიტზე აქვთ ჩაბარებული, უფროსის სტატუსს მიიღებენ, ასევე უფროსები გახდებიან ის პრაქტიკოსებიც, ვისაც მხოლოდ საგნის გამოცდა აქვს ჩაბარებული, თუმცა 10 კრედიტზე. მიუხედავად მორიგი შეღავათისა, პროფესიული წინსვლის სქემაში შესატანი ცვლილება ყველა პრაქტიკოს მასწავლებელს არ შეეხო. ათასობით პედაგოგი კვლავ სამსახურის დაკარგვის პირასაა, რადგან მათ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდაში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა, რომლებსაც მინისტრის მორიგი შეღავათი არ შეეხოთ, აქცია გამართეს. ისინი სკოლაში დარჩენასა და მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. მოქმედი კანონის მიხედვით, 2022 წლის იანვარში პრაქტიკოსების ადგილზე ვაკანსიები უნდა გამოცხადდეს.

მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდებს თავად პედაგოგების დიდი ნაწილი აპროტესტებს. ისინიც კი, ვისაც გამოცდები ჩაბარებული აქვთ, ამბობენ, რომ მასწავლებლებმა თავის დროზე შესაბამისი განათლება მიიღეს და აქვთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომები, შესაბამისად, პედაგოგები წლების შემდეგ გამოცდებს აღარ უნდა აბარებდნენ.

„რისთვის ვისწავლე უნივერსიტეტში, თუ წლების შემდეგ უნდა მებარებინა გამოცდები და ჩემი კომპეტენცია ეჭვქვეშ დადგებოდა?! ჩვენ, მასწავლებლებმა ეს გზა დიდი ხნის წინ გავიარეთ, ასე ჰაერზე ხომ არ დაგვიწყია მუშაობა?! მასწავლებლებისთვის გამოცდების ჩატარება მათი დამცირებაა. სახელი შეგველახა ამ სტატუსების ომებში.“

„მე საერთოდ ვერ გავიგე ამ გამოცდების აზრი, ვინც წამყვანი და მენტორი გახდა, ისინი რით არიან ჩვენზე მეტი? უკეთეს გაკვეთილს ატარებენ? ერთი გაკვეთილით რომ მიიღეს უმაღლესი სტატუსები, ეგ ნიშნავს, რომ ყველა გაკვეთილს იდეალურად ატარებენ? ბევრი პრაქტიკოსი ჯობია იმ სტატუსიანებს, თავი რომ მოაქვთ. 30 წელია სკოლაში ვასწავლი, გამოცდილებას რომ ცოდნა მოაქვს, ისე - არაფერს. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და დღეს ვიღაც-ვიღაცები კომპეტენციას მიწუნებენ“.

„სახელმწიფო თავისივე თავს ეწინააღმდეგება. უნივერსიტეტი რომ დიპლომს ანიჭებს ადამიანს, ეგ არ ნიშნავს, რომ მას უკვე აქვს კომპეტენცია, თავისი პროფესიით დასაქმდეს? ყველა მთავრობამ ნაირ-ნაირი რეფორმებით რომ დაგვამახსოვრა თავი, ბოლო-ბოლო შეგვეშვან ამ მასწავლებლებს. დავიჯერო, სხვა სფეროში ყველა პროფესიონალი და იდეალურია? ან რას გადავეკიდეთ ამ პრაქტიკოსებს, ისწავლეს ამ ხალხმა თავის დროზე, დიპლომები აქვთ, ახლა თუ გამოცდას ვერ აბარებენ ეგ უცოდინრობის ბრალი არაა, ზოგი ნერვიულობისგან ხდება ცუდად, ზოგს რა პრობლემა აქვს და ზოგს - რა საფიქრალი. სტატუსები საერთოდ გასაუქმებელია“.

„მასწავლებლებს, რომელსაც საკუთარ პროფესიაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს, გამოცდა აღარ უნდა უტარდებოდეს. მათ უკვე დაამტკიცეს, რომ ღირსეულები არიან და იმსახურებენ სკოლაში მუშაობას. პედაგოგების სტატუსებად დაყოფა დიდი სირცხვილია, თან ისე ებრძვიან ჩემი კოლეგები ერთმანეთს, სახე დაკარგეს. გაიგეთ, ხალხო! სტატუსი არ ნიშნავს, რომ თქვენ პრაქტიკოსებს რამით ჯობიხართ. ადამიანობის გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი ჯერ და მერე დანარჩენი“.

ადასტურებს თუ არა 20-30 წლის წინ აღებული დიპლომი პროფესიონალიზმს, ეს სადავო საკითხია. ფაქტი კი მხოლოდ ისაა, რომ პედაგოგები, რომლებიც ათეულობით წელი ასწავლიან სკოლაში, საკუთარ ცოდნას გამოცდაზე ვერ გადმოსცემენ, რის გამოც მათი სამსახურიდან გაშვების საკითხი დადგა.

მასწავლებლების ნაწილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ დიპლომი ცოდნის დამადასტურებელია, თუმცა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ნებისმიერ პროფესიონალს შეიძლება დასჭირდეს „განახლება“ და მასწავლებელთა გამოცდები ცუდი სულაც არაა, პირიქით, წინსვლის საშუალება და გამოცდები პედაგოგებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ამ მოსაზრების ავტორები იშველიებენ ცნობილ გამოთქმას - „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება