| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლებში ვაკანსიები გამოცხადდა. დასაქმების მსურველთა ვებგვერდზე http://teacherjobs.ge ყოველდღიურად ასამდე ვაკანსია ემატება. ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა შეუძლიათ როგორც მოქმედ პედაგოგებს, ასევე მასწავლებლობის მსურველებს.
თუ ოფიციალურად გამოცხადებულ ვაკანსიებს დავუჯერებთ, სკოლებში დასაქმების მსურველებს მუდმივად აქვთ საშუალება, სცადონ ბედი და რეზიუმე სასურველ სკოლაში გაგზავნონ.
სკოლაში დასაქმების მსურველები, მიუხედავად ასობით მიმდინარე ვაკანსიისა, ამბობენ, რომ ყველა განცხადება ვებგვერდზე ფორმალურად დევს, რადგან დირექტორებს კადრები უკვე შერჩეული ჰყავთ.
etaloni.ge დაინტერესდა, არის თუ არა საფუძვლიანი აღნიშნული ეჭვები. ამის გასაგებად სკოლის წარმომადგენლებს დავუკავშირდით. რამდენიმე სკოლაში გულწრფელად გვიპასუხეს, რომ საათების შიდა განაწილება მოხდა და ვაკანსიაზე ახალი კადრი საჭირო აღარაა. შესაბამისად, ვინც რეზიუმეს გაგზავნის, მათ ტყუილად აღარ დაუკავშირდებიან, თუმცა დირექტორების ნაწილი ახალ, კვალიფიციურ კადრებს ნამდვილად ეძებს.
სკოლაში დასაქმების მსურველებს ვურჩევთ, იმედი არ გადაიწურონ, რადგან ყველა ვაკანსია დაკავებული ნამდვილად არაა. როგორც აღმოჩნდა, ძირითადად, „რეალური ვაკანსიები“ საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ საგნებზე იდება, ასევე რეალური მოთხოვნაა სპორტისა და დაწყებითის პედაგოგებზე.
მოქმედი მასწავლებლები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ორ სკოლაში დასაქმების მიზნით, ისინიც დაუკავშირდნენ სკოლებს, თუმცა ადმინისტრაციებში განუცხადეს, რომ „კადრი უკვე აყვანილია“. აქვე მნიშვნელოვანია, რომ მოქმედ პედაგოგებს, გასაუბრების დროს, ხშირად, იმ სკოლის დატოვებას სთხოვენ, სადაც უკვე ასწავლიან. ის მასწავლებლები კი, რომლებსაც ორ სკოლაში დასაქმება სურთ, ამ შემოთავაზებას არ ეთანხმებიან.
მათ, ვისაც მასწავლებლად მუშაობის დაწყება სურთ, მუდმივად უნდა ადევნონ თვალი ვაკანსიების ვებგვერდს. იმ შემთხვევაში კი, თუ ერთ კონკრეტულ სკოლაში გსურთ დასაქმება, რეზიუმე მაშინაც შეგიძლიათ გაგზავნოთ, როდესაც ვაკანსია გამოცხადებული არაა. საჭიროების შემთხვევაში კი სკოლის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას