სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლებში უფასო კვების საკითხს განათლების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
14-12-2021
-
+


მოქალაქე მარიამ ჭყონიას საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც საჯარო სკოლებში ბავშვთა ერთჯერადი სრულფასოვანი კვებისთვის საჭირო თანხის გამოყოფას ითხოვდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხზე ისედაც მსჯელობს განათლების სამინისტრო და ამიტომ ახლა საკანონმდებლო წინადადების მიღებას და კანონპროექტის შემუშავებას აზრი არ აქვს.

„რაც შეეხება კვებას ზოგადი განათლების დაწესებულებებში, იცით რომ განათლების სამინისტრო ახლა იკვლევს ამ საკითხს. ზოგადად, მნიშვნელოვანი საკითხია და მთავრობა ამ საკითხით არის დაინტერესებული. მინისტრის საათის ფორმატში კვებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც ისაუბრა, ამიტომ ასე საკანონმდებლო წინადადების ფარგლებში რთულია ამის გაზიარება, მაგრამ არსი გასაგებია და ვიზიარებთ იმ კუთხით რომ განათლების სამინისტროსგან ველით ამ საკითხის შესწავლას მათ შორის ბიუჯეტის კუთხითაც, მიდგომის მხრივაც, როგორი შეიძლება იყოს, დიფერენცირებული თუ სხვადასხვა მიდგომა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ თუ ყველასთვის და ა.შ. სხვადასხვა ასპექტების შესწავლა ხდება, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და განათლების სამინისტრო როგორც კი გარკვეულ მოსაზრებებს და პოზიციას ჩამოაყალიბებს წარმოგვიდგენს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კომიტეტის წევრმა ვლადემერ კახაძემ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კვება არა მექანიკური პროცესი, არამედ შინაარსობრივია. კუჭ-ნაწლავმა უნდა მიიღოს ის საკვები, რასაც შესთავაზებ და ყველა ერთნაირად მზად ამისთვის არ არის

საერთოდ კვება ძალიან რთული თემაა. კალორაჟი ძალიან რთული თემაა და ინდივიდუალურია. ბუფეტის სისტემა იქნება ეს თუ ცენტრალიზებული ერთჯერადი კვება იქნება ეს განხილვის საგანია... არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ რაღაც ქრონიკული დაავადება და საერთო მაგიდაზე ამ ადამიანების კვება ძნელი იქნება, ამიტომ ეს არის მკაცრად დიფერენცირებული თემა. მეცნიერულად დასაბუთებული უნდა იყოს ყველაფერი, კვება არა მექანიკური პროცესი, არამედ შინაარსობრივია. კუჭ-ნაწლავმა უნდა მიიღოს ის საკვები, რასაც შესთავაზებ და ყველა ერთნაირად მზად ამისთვის არ არის, ფერმენტული სისტემაც სხვადასხვა აქვთ, ხელოვნურ კვებაზე გაზრდილები სხვადასხვანაირები არიან და ეს არის დიფერენცირებული თემა. ძალიან რთული თემაა, ამიტომ ამას სჭირდება ძალიან ფუნდამენტალური [კვლევა]. კვების ჰიგიენა და უამრავი თემა, როცა სკოლაში შეგვაქვს ეს საკითხი. სამინისტროს იმიტომ აქვს ეს ყველაფერი დავალებული რომ გააკეთოს უმაღლესი სტანდარტით“, - აღნიშნა ვლადიმერ კახაძემ.

კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება არ მიიღო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

„​პატარა ხელებით დიდი საქმე გააკეთეს - მიწას ნერგები აჩუქეს, სამყაროს კი - კიდევ უფრო მეტი სიყვარული“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება