სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ახალი სქემა = მორიგი ექსპერიმენტი - ამის შემდეგ სამინისტროს ყველა რეფორმა უშედეგო იქნება
18-12-2021
-
+


მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილება პრაქტიკოსი პედაგოგების ნაწილს შეეხო. მას შემდეგ რაც, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ გამოცდაზე მოპოვებული ერთი კრედიტიც სტატუსის მოსაპოვებლად საკმარისად ჩათვალა, პედაგოგების დიდი ნაწილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმების კრახზე ალაპარაკდა. ისინი მინისტრის მიერ დაანონსებული სქემის ალტერნატიულ ვარიანტს უიმედოდ უყურებენ და ამბობენ, რომ ახალი სქემა მორიგი ექსპერიმენტი იქნება.

მასწავლებლების დიდი ნაწილი მიესალმება პრაქტიკოსების სკოლაში დარჩენას, თუმცა მინისტრის მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ფიქრობენ, რომ ნებისმიერი დაგეგმილი ცვლილება კრახით დასრულდება, რადგან უწყებამ ამ ნაბიჯით უპრინციპობა გამოავლინა.

პედაგოგები etaloni.ge-სთან მსჯელობენ, თუ რატომ დაკარგა აზრი ცვლილებებმა:

„მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემა იმდენჯერ შეიცვალა და იმდენჯერ მოირგეს საჭიროების მიხედვით, რომ სრულიად დაკარგა აზრი. თუ ვგეგმავთ რაღაც მიზნამდე მისვლას, ნაბიჯ-ნაბიჯ არ უნდა ვამარტივებდეთ. მესმის, ეს ყველაფერი ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის გაკეთდა, მაგრამ რა მივიღეთ ამით? პარალელი გავავლოთ - თუ მოსწავლე 10 ქულაზე ვერ სწავლობს, ჩვენ კი იმდენად ვუმარტივებთ დავალებას, რომ 10 მიიღოს, მაინც ვერ იღებს უმაღლეს ქულას და ვჩუქნით, ამით მოსწავლის ცოდნის დონე ან მოტივაცია გაიზრდება? - არა. დაახლოებით ასეთი რამ გააკეთა სამინისტრომ“.

„როგორც კარიერული წინსვლის სქემა აღმოჩნდა უშედეგო, ზუსტად ასეთი დასასრული ექნება მორიგ სქემასაც და „ახალი სკოლის მოდელსაც“. განა იმიტომ, რომ ჩანაფიქრია ცუდი. იმიტომ რომ სამინისტრო არაა მყარი თავის გადაწყვეტილებებში. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლებმა ტრენინგები გაიარეს, პრაქტიკულადაც დაგეგმეს და შეასრულებინეს ბავშვებს კომპლექსური დავალებები, ისინი მაინც უკმაყოფილოები არიან, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი უაზრობაა. ახლა რამდენიმე წელი ამ რეფორმის დანერგვაში გავა, შემდეგ - არ გამოვიდაო ამაზეც იტყვიან და დასრულდება ასე. მაშინ რატომ ვკარგავთ წლებს? ან ბოლომდე მივიდეთ მიზნამდე, ან შეგვეშვან და ნუ გადაგვღალეს ამ ტრენინგებით. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ სიახლეს ინტერესით და მოტივაციით ვხვდები, დავკარგე ყველაფრის ხალისი, რადგან ყველა რეფორმის ბოლო ერთია - კრახი“.

„სქემის მიზანი იყო, გამოევლინა მცოდნე პედაგოგები და იმ მასწავლებლებში კი, ვინც გამოცდას ვერ ჩააბარებდნენ, გაეჩინა სტატუსის მოპოვებისა და ამაღლების მოტივაცია. დღეს მასწავლებლების ძალიან მცირე ნაწილს აქვს სტატუსის ამაღლების სურვილი, აზრი დაკარგა ყველაფერმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ყოველ წელს უფრო და უფრო მარტივი ხდებოდა საგამოცდო ტესტი. მასწავლებლის საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა აბიტურიენტის დონეზეა შედგენილი. რეფორმებში თავად სამინისტრო არაა პრინციპული, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ გადაწყვეტილებებს „იქნებ ამან გაამართლოს“ პრინციპით იღებენ. ახლა აღმოჩნდა, რომ სქემა უაზრო ყოფილა (არადა კრედიტები რომ მოიგონეს, მაშინვე აშკარა იყო ეს). მინისტრის გადაწყვეტილებამ განაპირობა ის, რომ ამის შემდეგ სამინისტროს ყველა რეფორმა უშედეგო იქნება. რატომ? იმიტომ რომ მასწავლებლები თუ მიზნამდე ვერ მივლენ - მაინც ეპატიებათ“.

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ალტერნატიულ მოდელებზე მუშაობს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი სქემის განხილვაში მონაწილეობის უფლება ყველა მოქმედ პედაგოგს ექნება.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება