სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ხშირად მასწავლებლები უშვებენ შეცდომებს...“ - მარიამ ჩიქობავა კომპლექსურ დავალებებზე
07-12-2021
-
+


ზოგადი განათლების რეფორმამ დიდი გაუგებრობა და უამრავი კითხვისნიშანი გააჩინა, განსაკუთრებული უკმაყოფილება კი კომპლექსურმა დავალებებმა გამოიწვია. სიახლე არ მოსწონთ მშობლებს, ბავშვებს, მასწავლებლებს... თუმცა კომპლექსური დავალებები რეფორმის თანმდევია და შეგუება ყველას მოუწევს. ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, მარიამ ჩიქობავამ კი კიდევ ერთხელ განმარტავს კომპლექსური დავალებების არსს და საუბრობს, თუ რა შეცდომებს უშვებენ ხშირად პედაგოგები:

„განათლების რეფორმა კომპლექსური პროცესია და ის გულისხმობს, პირველ რიგში, საკლასო ოთახში ცვლილებებს; ზოგადი განათლების მიზანია, აღვზარდოთ კრიტიკულად, შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაციური უნარები;  ამ მიზანს ემსახურება ყველა საგანი და ეს მიზნები უნდა იყოს ეტაპობრივად მიღწეული. სასწავლო გეგმა განსაზღვრავს, რა უნდა ისწავლოს მოსწავლემ, როგორ უნდა მოხდეს ამ მიზნების მიღწევა, მაგრამ შემდეგ უკვე თითოეული სკოლა, თითოეული მასწავლებელი განსაზღვრავს მიზნებს, კლასის საჭიროებიდან გამომდინარე,

რაც შეეხება კომპლექსურ დავალებას, ეს არის შუალედური სწავლის მიზანი. თითოეულ საგანში არის სხვადასხვა მსხვილი თემა; დავალება ჰქვია, თორემ ეს არის სწავლა-სწავლების პროცესი, რომელიც მოიცავს 6-7 გაკვეთილს (გააჩნია კლასის მზაობას); უბრალოდ, ყველა მოსწავლემ წინასწარ იცის, რა საკლასო აქტივობები ჩატარდება, საშინაო დავალებად რა მიეცემა, რას განიხილავენ კლასში და საბოლოოდ,  პროდუქტის სახით უნდა წარმოადგინოს. კომპლექსური დავალება გვიჩვენებს, რაც მასწავლებელმა ასწავლა, გაიგო თუ არა მოსწავლემ... კომპლექსური დავალება ჰქვია და ხშირად მასწავლებლები შედიან შეცდომაში -  მოსწავლეს პირდაპირ აძლევენ დავალებას და მერე უკვე ბავშვებმა აღარ იციან, რა ქნან, ყველა საკითხი ყველა პარაგრაფი პედაგოგმა მოსწავლესთან ერთად უნდა დაამუშაოს“;

აქ უნდა განისაზღვროს მშობლის როლიც. როგორც ჩიქობავა განმარტავს, თუ დავალება რთულია ან ზედმეტად ემარტივება ბავშვს, მასწავლებელს უნდა აცნობოს - „კომპლექსური დავალების პირობა უნდა მოერგოს მოსწავლის შესაძლებლობებს და ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობლებს ჰქონდეთ სწორი კომუნიკაცია  მასწავლებლებთან“.

მარიამ ჩიქობავამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პედაგოგებთან სამინისტრო ატარებს ერთგვარ ტრენინგებს - ქოუჩინგს და შექმნილია 24 მხარდამჭერი ჯგუფი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„გპირდებით, სასწავლო პროცესი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და სასარგებლო“

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„15 სექტემბერს თბილისის №219 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის კარს განსაკუთრებული სიხარულითა და შემართებით გააღებს“
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება