სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში საკონკურსო კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა
07-12-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

3 დეკემბერს, სკოლაში პროექტის - „SHE's GREAT!“ ფარგლებში, ფინალური /შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 29-ნოემბრიდან 3-დეკემბრის ჩათვლით გენდერულ საკითხზე სკოლაში საკონკურსო კვირეული გამოცხადდა.

კონკურსი 5 ნომინაციით შემოიფარგლებოდა: ნახატები, სლოგანები, ესეები, პოსტერები და ლექსის კითხვა. ყველა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლე გამოიკვეთა. შეიქმნა კომპეტენტური ჟიური, რომელმაც შეაფასა მოსწავლეთა ნამუშევრები და გამოყო საუკეთესო. ჟიურის წევრები იყვნენ - სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე, სასწავლო ნაწილი გეიდარ ისმაილოვი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი, ქართული ენის მასწავლებელი მაია მელქაძე.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლამზირა ოსეფაშვილი კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვიყვება:

„სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ინგა მიქელაძემ ისაუბრა პროექტის შესახებ და ტრენერების - თემურ სუყაშვილის და გვანცა დავითელაშვილის შრომატევადი სამუშაო აღნიშნა. ფინალი ითვალისწინებდა  კონკურსის ბოლო ეტაპს - ლექსების  მხატვრულად კითხვას. სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის, კოლაუ ნადირაძის, გოდერძი ჩოხელის, იოსებ ნონეშვილის და სხვა პოეტთა ლექსები  წაიკითხეს. პროექტის დადებითი მეორე მხარე იყო ისიც, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები ქართულ კულტურას ეზიარნენ. ლექსის კითხვის კონკურსის შემდეგ ის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, რომლებიც პროექტის მეორე ნაწილში ჩაერთვნენ და ცოტა მოგვიანებით გადაეცათ სიგელები. ქალბატონმა ინგამ დააჯილდოვა სლოგანების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები, მათ გადასცა საჩუქრები - საკანცელარიო ნივთები: წიგნი, ფერადი ფურცლები, ბლოკნოტები, სადაც უნდა ჩაეწერათ პროექტის შედეგად მიღებული შთაბეჭდილება. ეს მოსწავლეები არიან: გასან ალიევი  (მე-12 კლასი), ასიმ ისმაილოვი (მე-12 კლასი), რავანე ახმედოვა (მე-12 კლასი) და შუქურ ბაირამოვი (მე-9 კლასი). მაია მელქაძემ დააჯილდოვა ნახატების კონკურსში გამარჯვებულები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ   საკონკურსო კვირეულში ჩაერთნენ ის მოსწავლეები, რომლებიც პროექტის წევრები არ არიან და გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდნენ. ნახატების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები არიან: ფადილე სამედოვა (მე-9 კლასი, არ არის პროექტის  წევრი), ნუშაბა ალიევა (მე-10 კლასი), ისმინაზ ისმაილოვა (მე-9 კლასი, არ არის პროექტის  წევრი), აიშან რუსტამოვა (მე-10 კლასი, არ არის პროექტის  წევრი). სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ლამზირა ოსეფაშვილმა გამოყო და დააჯილდოვა პოსტერების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე ნინი გოგუაძე (მე-12 კლასი); სასწავლო ნაწილმა, გეიდარ ისმაილოვმა  გამოაცხადა ესეს კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე ზეინაბ ბაირამოვა (მე-9 კლასი); ასევე, ლექსის კითხვის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები: ფიდან რუსტამოვა  (მე-11 კლასი),​ ნარმინ დუნიამალიევა (მე-12 კლასი) და ვუსალ ვალიევი (მე-10 კლასი). მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია. ეს სიხარული სხვა ბავშვებსაც გადაედოთ. სამოქალაქო განათლება დიდ როლს თამაშობს ოჯახის, საზოგადოების და სკოლის  ცხოვრებაში. გენდერულ საკითხზე ტრენერების: გვანცა და თემოს მიერ ჩატარებულმა ტრენინგებმა მოსწავლეები აღჭურვა ცოდნით, უნარ-ჩვევებით, ღირებულებებით, პოზიტიური ცხოვრებისეული დამოკიდებულებებით და აქტიური მოქალაქეობისთვის საჭირო თვისებებით. ამგვარ პროექტებმა მოსწავლეებს ასწავლა, თუ როგორი უნდა იყოს აქტიური მოქალაქე, მისი ჩართულობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, რათა აიმაღლოს სამოქალაქო კულტურა, დაიცვას გენდერული ბალანსი, იცხოვროს ძალადობის გარეშე,  პატივი სცეს ადამიანის უფლებებს,  აღიაროს კანონის უზენაესობა. დასაფასებელია ის შრომა, რომელსაც 2020 წლის მაისიდან 2021 წლის დეკემბრამდე ეწეოდნენ ზემო აღნიშნული ტრენერები. პანდემიის პირობებშიც კი საქმიანობა არ შეუწყვეტიათ, ტარდებოდა ტრენინგები, ჰქონდათ ჩართვები სტუმრებთან: ტელევიზიასთან, ჟურნალისტებთან, ტარდებოდა დისკუსიები, შეხვედრები იყო  ადგილზე მოწვეულ სტუმრებთან.  საუბრის თემა კი იყო ისევ და ისევ გენდერული თანასწორობა. მადლობა ტრენერებს დაუღალავი შრომისთვის. მოსწავლეები იმდენად მიეჩვივნენ მათთან მუშაობას, დავალებების მომზადებას - „ტრენინგის მზადების ფერხულში ყოფნას“, რომ აღარ უნდათ პროექტის დამთავრება. მათ მიერ ჩარატებულმა ტრენინგებმა სკოლაში დადებითი მუხტი შემოიტანა. აღსანიშნავია ერთი გამორჩეული მეთოდი, რომელსაც იყენებდნენ მოსწავლეთათვის სტიმულის მიცემა, წახალისება, შექება, მათი აზრის აღიარება, აპლოდისმენტები, მიმღებლობა. მადლობა პროექტის დამფინანსებლებს. სკოლას გადმოეცათ მაგნიტური დაფა, ბოლო მოდელის გადამღები კამერა და ციფრული აპარატი. მადლობა ანი შველიძეს, ნინი კალაძეს, ნატო მიქელაძეს, რომლებიც კურირებდნენ მოსწავლეთა გასვლებს, ორგანიზებას უკეთებდნენ ექსკურსიებს (კვება, ტექნოპარკი, თავისუფალი უნივერსიტეტი). მადლობა სკოლის დირექტორს, ინგა მიქელაძეს, რომელიც პროექტის მსვლელობას ხელს მაქსიმალურად უწყობდა. იმედია პროექტის მონაწილე მოსწავლეები გაითავისებენ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას. სწორედ ეს თაობაა სამოქალაქო თაობა და უნდა შეცვალონ თემში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები, რათა შვილები გაათავისუფლონ მშობლების მიერ თავსმოხვეული ფსიქოლოგიური წნეხისგან, იცხოვრონ  ლაღად, შეცვალონ არსებული უკეთესობისაკენ“, - წერს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

შემაჯამებელი ღონისძიების  ამსახველ ფოტოებთან ერთად წარმოგიდგენთ გენდერულ საკითხებზე მოსწავლეთა მიერ შექმნილ პოსტერებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება

განათლების ყოფილი მინისტრი, ახლახანს, მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები
 
 
 

მოსწავლეების ტესტირება იწყება - რეგისტრაციის ვადები და დეტალები

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მსგავსი ტიპის აქტივობა უმნიშვნელოვანესია საკუთარი ქვეყნის ისტორიის საფუძვლიანი გააზრებისათვის

პედაგოგმა პატარების სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პირველი საანბანო გაკვეთილისთვის საკლასო ოთახიც საზეიმოდ, თემატურად მორთო

მასწავლებელი ამაყად აღნიშნავს, რომ ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას

მოსწავლეებმა ერთად აღნიშნეს შემოდგომის სილამაზე და სიხარული
 
საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება