TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენს სკოლაში მასწავლებლები დამატებით გაკვეთილებს საჭიროებისამებრ ატარებენ“- თბილისის N107 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე დემეტრაშვილი
03-12-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან თბილისის N107 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე დემეტრაშვილი საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- 22 ნოემბრიდან თბილისის N107-ე საჯარო სკოლა არის სწავლების დასწრებით ფორმატზე, მანამდე ვიმყოფებოდით დისტანციურ სწავლებაზე (მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო), გარდა პირველი და მეორე კლასებისა; მათ სწავლა არ შეუწყვეტიათ, რადგან იმყოფებიან ცალკე ფლიგელში. მშობლები გაგებით მოეკიდნენ ამ ყველაფერს, რადგან საბოლოოდ მივიღეთ თანამედროვედ აღჭურვილი სველი წერტილები, გათბობის სისტემა და სკოლის გარე ფასადი.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?

- დავალებების ეს ფორმატი მისაღებია, რადგან მოსწავლეს უვითარდება ანალიზის, კრიტიკული აზროვნების უნარი.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- ძირითადად ონლაინ შეხვედრებს ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად, თუმცა სკოლაშიც ხორციელდება გარკვეული აქტივობები წესების სრული დაცვით. ეწყობა ექსკურსიები ღია სივრცეშიც.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე.  რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?

- ჩვენს სკოლაში მასწავლებლები დამატებით გაკვეთილებს საჭიროებისამებრ ატარებენ, ამიტომ შაბათის გამოყენებას სასწავლო დღედ ამ ეტაპზე არ ვემხრობი.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?

- ჩვენს სკოლაში აცრილი თანამშრომლების პროცენტულობა საკმაოდ მაღალია 85%. მშობლების ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება