TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-8 კლასში პროექტი - „ერთიანობა მრავალფეროვნებისთვის“ განხორციელდა
03-12-2021
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლაში სხვადასხვა აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება და მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, მე-8ბ კლასში, დამრიგებელ ია ბლაგიძის ხელმძღვანელობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაიგეგმა სადამრიგებლო პროექტი - „ერთიანობა მრავალფეროვნებისთვის".

„3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. მე-8ბ კლასი აგრძელებს აქტიურ სასკოლო ცხოვრებას. ამ დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა სადამრიგებლო პროექტი - „ერთიანობა მრავალფეროვნებისთვის". პროექტის მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევის ხელშეწყობა; მომავალ თაობაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა; თანასწორგანმანათლებლობა (ამ თემაზე სხვა კლასებთან ჩატარებული შეხვედრებით); პრეზენტაციისთვის საჭირო უნარების დახვეწა. მიზნის განხორციელებისთვის VIIIბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ია ბლაგიძესთან ერთად მოიძიეს თეორიული ინფორმაცია შშმ პირებთან დაკავშირებით, შექმნეს Power Point პრეზენტაცია, ნახეს ფილმი - „კლასის წინ“ და ამოჭრეს საინტერესო ფრაგმენტები ფილმიდან პრეზენტაციის გამრავალფეროვნებისთვის. იმსჯელეს თითოეულ ფრაგმენტზე. ასევე, ჩაწერეს ინტერვიუ შშმ პირებთან, სადაც დეტალურად მოისმინეს მათი რეალური დაბრკოლებების შესახებ და დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ მათი მიზანდასახულობით; შექმნეს მამოტივირებელი ფრაზები და გადაიღეს ფოტოები; შექმნეს ვიდეორგოლი; თითოეული ეს ნაბიჯები გაწერეს შეხვედრის სახით და ხუთი მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფებად დაყოფილებმა წარუდგინეს სამ სხვადასხვა კლასს: VIIIა, VIIვ და VIე კლასებს. შეხვედრებს ესწრებოდნენ ფსიქოლოგი ქალბატონი მელანო და სოციალური მუშაკი ირმა ლომიძე. ძალიან აქტიური და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. სტუმრები და პროექტის მონაწილეები აღფრთოვანებული იყვნენ დამსწრე მოსწავლეების ჩართულობითა და მსჯელობით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება