| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების მინისტრს - მიხეილ ჩხენკელს პარლამენტში მოუსმინეს. გამოსვლის დასაწყისში მინისტრმა არსებული ვითარება მიმოიხილა, ისაუბრა გამომწვევებსა და პედაგოგების აცრაზე: „პანდემია რჩება განათლების სისტემის გამოწვევად, დღევანდელი გადასახედიდან თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროს სხვადასხვა უწყების ძალისხმევით პროცესი ეფექტურად ვმართეთ. სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ ბუნებრივ გარემოში საკლასო ოთახებში მიმდინარეობს სადაც მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო გარემო, სკოლები სრულად იცავენ რეკომენდაციებს პროცესს ვმართავთ წერტილოვანი შეზღუდვებით, ვინარჩუნებთ სტაბილურობას და არ გვაქვს შიდა გავრცელება.
სკოლები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, სკოლის ტერიტორიაზე ყველა მოსწავლისთვის აუცილებელია პირბადის ტარება, სამინისტროსა და რესურსცენტრების წარმომადგენლები ამოწმებენ სკოლებში არსებულ მდგომარეობას; რაც შეეხება მასწავლებელთა ვაქცინაციას, ბოლო 4-5 თვის განმავლობაში ინტენსიური საინფორმაციო კამპანია ჩავატარეთ, რაც ახლაც გრძელდება. შეხვედრების შემდეგ ბევრი მასწავლებელი ერთვება იმუნიზაციის პროცესში და ამ პერიოდში 9-დან 70 პროცენტამდე გაიზარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი.
მიმდინარეობს მასწავლებლებისა და პერსონალის ტესტირებას ახალი რეგულაციით აცრილები 14 დღეში, აუცრელები კი 7 დღეში ერთხელ იტესტებიან; მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის წელსაც შეთავაზებულია არჩევანი დისტანციურსა და დასწრებით სწავლებას შორის; მასწავლებლებს დისტანციურად ჩატარებულ დამატებით გაკვეთილებს სრულად ვუნაზღაურებთ და გარდა ამისა, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, შეუძლიათ მიმართონ სკოლას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის თაობაზე“, - აღნიშნა ჩხენკელმა პარლამტში გამოსვლისას.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას