TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აღვსდგებით ფერფლიდან და იმაზე მაგარ სკოლას გავაკეთებთ ვიდრე გვქონდა“ - ბოჭორმის საჯარო სკოლის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
29-11-2021
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სკოლის შენობა, სამწუხაროდ რამდენიმე ხნის წინ ხანძრის შედეგად დაიწვა და ახლა მისი აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს; სამუშაოებში სკოლის თითოეული თანამშრომელი სულითა და გულით არის ჩართული.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სკოლის დირექტორი ქეთევან ბეღანაშვილი ემოციურ წერილს ავრცელებს:

„იცით ყველაზე მტკივნეული ამ რთულ მომენტში რა იყო? ვისგანაც ყველაზე მეტად ელი გვერდში დგომას იმედს გიცრუებენ.. თუმცა, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს დაგვეხმარა; მადლობა თანამშრომლებს, რესურსცენტრის უფროსს და თითოეულ ბოჭორმელს ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ამბავი და დაგვეხმარა ჩვენი დროებითი შენობის მოწესრიგებაში; მადლობა გუბერნატორის მოადგილეს, მადლობა თიანეთის საკრებულოს, ვინც დაგვიჯერა და გვერდში დაგვიდგა, მადლობა -  სიონის, ხევსურთსოფლის, სიმხევის, თიანეთის N1 და N2 სკოლებს, ნაქალაქრის სკოლას ღულელების სკოლას, რომლებმაც დროულად მოგვაწოდეს სასკოლო ნივთები. მადლობა მშობლებს - ეკა სიბოშვილს, ნათია ჭინჭარაულს, თეა ბაგაევს ნდობისთვის და გვერდში დგომისთვის. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! მადლობა ყველას ვინც დღეს ჩვენს გვერდით იდექით და ჩვენს ტკივილს იზიარებიდით; აღვსდგებით ფერფლიდან და იმაზე მაგარ სკოლას გავაკეთებთ ვიდრე გვქონდა, იმაზე მეტად მოვინდომებთ ვიდრე ვინდომებდით“, - წერია გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება