სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეიძლება თუ არა საახალწლო ზეიმის ჩატარება სკოლაში - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
07-12-2021
-
+


კოვიდპანდემიისგან გამოწვეული სასკოლო რეგულაციების გამო მასშტაბური ღონისძიებები იკრძალება. თუ ადრე სკოლაში სასწავლო წლის პირველი დღე, „ბოლო ზარი“, შემოდგომის გაცილება თუ ახალი წელი ღონისძიებებით აღინიშნებოდა, კორონავირუსის გავრცელების შიშმა და სიფრთხილემ ყველაფერი შეცვალა.

შემოდგომა იწურება და დაწყებითი კლასის მასწავლებლები თემაზე „შემოდგომის გაცილება“, შეიძლება ითქვას, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხოლმე, ვინ უფრო  მრავალფეროვან და საინტერესო ღონისძიებას ჩაატარებდა. ასევე სახალისო და ბავშვებისთვის საყვარელ აქტივობათა შორის იყო საახალწლო ზეიმები, სპექტაკლები, წარმოდგენები.

რა ფორმით უნდა ჩატარდეს სასკოლო ღონისძიებები ისე, რომ კოვიდრეგულაციები არ დაირღვეს?

მასწავლებელს შეუძლია, ბავშვები კვლავ ჩართოს ღონისძიებებში, თუმცა ზეიმის დროს აუცილებელია მოსწავლეთა შორის დისტანცია და პირბადე. დაუშვებელია ზეიმზე სხვა კლასის მოსწავლეების ან მასწავლებლების თავშეყრა.

შეიძლება თუ არა მშობელთა დაშვება ღონისძიებეზე?

თუ გავითვალისწინებთ, რომ სკოლის ტერიტორიაზე მშობელთა შესვლაც კი აკრძალულია, ღონისძიებებზე მათი დასწრებაც არ შეიძლება. თუმცა დირექციას უფლება აქვს, თავად განსაზღვროს, რამდენად სარისკოა გამონაკლისის დაშვება და უფლება მისცეს ერთ ან ორ მშობელს, რომ დაესწროს ზეიმს სამახსოვრო ფოტო-ვიდეოს გადასაღებად.

ყველაფერი კორონავირუსს რომ არ დაბრალდეს, ბოლო წლებში ისედაც ბევრი ალაპარაკდა სასკოლო ზეიმების უარყოფით მხარეებზე, თუმცა იქ, სადაც საშემოდგომო/საახალწლო ზეიმების სამზადისია, სავალდებულოა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლა დაჯარიმდება 10 ათასი ლარით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

„​პატარა ხელებით დიდი საქმე გააკეთეს - მიწას ნერგები აჩუქეს, სამყაროს კი - კიდევ უფრო მეტი სიყვარული“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება