| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მოსწავლეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
კონფერენცია თემაზე - „უსაფრთხო სკოლა“ გაიმართა.
მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ.
„სკოლა „პროგრესი“ მონაწილეობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (BSU) კონფერენციაში, თემაზე - „უსაფრთხო სკოლა“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს და განიხილეს „უსაფრთხო სკოლა“, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქო-ემოციურ ასპექტში. სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია, თუ როგორ ახერხებს ჩვენი სკოლა სხვადასხვა აქტივობით იყოს უსაფრთხო და წარმოაჩინეს სკოლის სამომავლო გეგმები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
სკოლა „პროგრესისთვის“ დიდი პატივი იყო ღონისძიებაში მონაწილეობა და გვინდა მადლობა გადავუხადოთ როგორც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე, ჩვენს მოსწავლეებს გაწეული ძალისხმევისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა