TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N3 საჯარო სკოლაში ახალი მუსიკალური პროექტი დაიწყო
24-11-2021
-
+


ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლაში ახალი მუსიკალური პროექტი დაიწყო. 

პროექტი, რომლის სახელწოდებაცაა „მუსიკას შეუძლია შეცვალოს სამყარო, რადგან შეუძლია შეცვალოს ადამიანები“, ნათია კუხალაშვილის და ლანა ლექვინაძის ხელმძღვანელობით წარიმართება. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ყოველ პარასკევს 12:30 საათზე სკოლაში წინასწარდაანონსებული მიუზიკლიდან მუსიკას მოუსმენენ, ისაუბრებენ მის ისტორიასა და გამოწვეულ ემოციებზე.

„კიდევ ერთი ახალი პროექტი დავიწყეთ სკოლაში ნათია კუხალაშვილის და ლანა ლექვინაძის ხელმძღვანელობით. პროექტის სახელწოდებაა „მუსიკას შეუძლია შეცვალოს სამყარო, რადგან შეუძლია შეცვალოს ადამიანები!“  ეს პროექტი ყველა მიუზიკლისმოყვარულ მესამესკოლელს აერთიანებს. იდეა ასეთია, ყოველ პარასკევს 12:30 წთ-ზე ვიკრიბებით სკოლაში, ვუსმენთ წინასწარ დაანონსებული მიუზიკლიდან ნაწყვეტს, ვყვებით მის ისტორიას, ვსაუბრობთ ემოციებზე, გრძნობებზე, განცდებზე, მსახიობებზე, შესრულებაზე.
ყველაფერზე მიუზიკლის ირგვლივ ვერთობით, ვსწავლობთ და ვიღებთ სიამოვნებას, ვისაც მუსიკის, მიუზიკლის სიყვარული გვაერთიანებს. შემოგვიერთდით!
გუშინ მოვუსმინეთ ნაწყვეტს მიუზიკლიდან „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ და ენით აღუწერელი სიამოვნება მივიღეთ“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება