TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა წმინდა გიორგის ხსენების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
24-11-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5გ კლასის მოსწავლეებმა წმინდა გიორგის ხსენების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს. 

მათ დამრიგებელ სალომე ქობალიას დახმარებით, წმნიდა გიორგის ტაძრის ეზოში მცირე ლიტერატურული ღონისძიება მოაწყვეს. მოსწავლეებმა წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს. 

აღნიშნულ ღონისძებას მამაოები, მოსწავლეთა მშობლები და ტაძრის სულიერი შვილები ესწრებოდნენ. 

შემდეგ სკოლაში მასწავლებელმა სალომე ქობალიამ წმინდა გიორგის შესახებ, წინასწარ მომზადებული, ფილმები უჩვენა.

„გიორგობას და წმინდა გიორგის ღვაწლის წარმოჩენას მიუძღვნა ლიტერატურული ღონისძიება სკოლის მე-5გ კლასმა (დამრიგებელი და ქართულის მასწავლებელი სალომე ქობალია).
მოსწავლეები მიეახლნენ წყალტუბოს წმ. გიორგის სახელობის ტაძარს მოილოცეს, სანთლები დაანთეს და ტაძრის ეზოში მცირე ლიტერატურული ღონისძიება ჩაატარეს  წმ. გიორგის შესახებ. ამ ჟესტით პატივი მიაგეს წმინდა გიორგის, როგორც დიდ წმინდანს...
ღონისძებას ესწრებოდნენ მამაოები, მოსწავლეთა მშობლები და ტაძრის სულიერი შვილები.
ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი ხარაბაძემ და მამა არსენმა კი მოსწავლეებს საჯანმრთელო პარაკლისი გადაუხადეს, ზეთი აცხეს და დალოცეს.
დღის ღონისძიებამ სკოლაში გადაინაცვლა, სადაც მასწავლებელმა სალომე ქობალიამ წინასწარ მომზადებული ფილმები უჩვენა ბავშვებს წმ.გიორგის ცხოვრებასა და სასწაულის შესახებ.
მე-5გ კლასის დამრიგებელი და მოსწავლეები გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ დღეს - გიორგობას და ამ ძნელბედობის ჟამს: სულის სიმშვიდეს, ჯანის სიმაგრეს, დღეს - გრძელს, დიდხანს სიცოცხლესა და უფლის წყალობას გისურვებთ“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება