| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრება ისევე აღირიცხება ელექტრონულ ჟურნალში, როგორც სკოლაში მოსწავლის გამოცხადება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული მასწავლებელი აქცევდეს ყურადღებას და ინიშნავდეს სიას, ვინ ესწრება ონლაინ გაკვეთილებს და ვინ - არა.
საგნის მასწავლებლებს უწევთ აკონტროლონ, ვინ ესწრება სხვადასხვა გაკვეთილს სადამრიგებლო კლასიდან. დამრიგებლებს ევალებათ, ყურადღება მიაქციონ სადამრიგებლო კლასის თითოეულ მოსწავლეს და ჩაინიშნონ ვინ ესწრება ონლაინ გაკვეთილებს და ვინ - არა.
თუ მოსწავლე დისტანციურ გაკვეთილებს აცდენს, დამრიგებელმა მშობელს დროულად უნდა აცნობოს და გაცდენის მიზეზი გაიგოს.
სად უნდა შეამოწმოს პედაგოგმა, სადამრიგებლო კლასიდან ვინ დაესწრო ონლაინ გაკვეთილებს?
მასწავლებელმა სადამრიგებლო კლასის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების სანახავად ელექტრონული ჟურნალის მოდულიდან უნდა აირჩიოს ველი „სადამრიგებლო“, შემდეგ - კლასი და სასურველი საგანი. ყოველივე ჩამოთვლილი ეტაპის გავლის შემდეგ კი ხელმისაწვდომი გახდება არჩეული საგნის ჟურნალი, სადაც მოსწავლის დასწრებაც გამოჩნდება და მიღებული შეფასებებიც.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა