TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედაეწერის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილეს ღონისძიება მიეძღვნა
22-11-2021
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილე
აღნიშნეს. 

სკოლაში გამართულ ღონისძიებაში არამხოლოდ მოსწავლეები, არამედ პედაგოგები და დირექტორიც ჩართული იყვნენ. 

ღონისძიებაზე „პოეტების მეფის“ შემოქმედების, ცხოვრების, მოღვაწეობისა და გარდაცვალების შესახებ ისაუბრეს. 

აღნიშნული აქტივობა თანაბრად საინტერესო აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვისაც. 

სკოლის დირექცია თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის.

„სკოლაში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძეს დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა გაიხსენეს მნიშვნელოვანი ფრაგმენტები პოეტის ცხოვრება-მოღვაწეობიდან, აგრეთვე წაიკითხეს მისი უკვდავი ლექსები. აღსანიშნავია, რომ ჩართული იყვნენ აგრეთვე მასწავლებლები და თავად დირექტორი, რომელმაც მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტები წარუდგინა მოსწავლეებს გალაკტიონის ცხოვრებაზე, მოღვაწეობასა და გარდაცვალებაზე. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ და აქტიურად ერთვებიან მსგავს ღონისძიებებში. დასკვნით ეტაპზე დირექციამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და მოსწავლეებს, ასეთი ლამაზი დღისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება