სიახლეები
სიახლეები

10 000-ლარიანი ჯარიმა და „მწვანე პასპორტი“ - ვის დააეკისრება სანქციები 1 დეკემბრიდან
22-11-2021
-
+


1 დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტები იმოქმედებს და მათ გარეშე მოქალაქეები კონკრეტულ ობიექტებში შესვლას ვერ შეძლებენ; თუმცა როგორც ირკვევა, იმოქემდებს ასევე სანქციები და თუ შესაბამისი დოკუმენტის გარეშე პირი მანც შევა ამა თუ იმ ობიექტში დაჯრიმდება დაწესებულება - ინდმეწარმე 2000, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით. 

კოვიდპასპორტის არმქონე პირს ჯარიმა არ დაკისრება, დაჯარიმდება მხოლოდ ბიზნესსუბიექტი, კოვიდრეგულაციების აღსრულებას კი შრომის ინსპექცია გააკონტროლებს გეგმური და არა გეგმური ინსპექტირებებით. ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს და ამაზე გვაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს. რეგულაციები 1 დეკემბრის შემდეგ შედის ძალაში. კომპანიამ არ უნდა შეუშვას და თუ შეუშვებს ეს უკვე კომპანიის პასუხისმგებლობაა. მხოლოდ კომპანია ჯარიმდება, მოქალაქე არა.

შემოწმების ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებები იქნებიან ჩართული. იქნება ეს შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ.

1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

სეტყვა, ძლიერი ქარი, შტორმი... - გარემოს ეროცნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ცნობილია, მასწავლებლის მომზადების რომელი საგანმანათლებლო პროგრამები ფინანსდება და რამდენი ლარით

პიროვნება

„პირველ რიგში, ჩემი აზრით, პედაგოგს სჭირდება პროფესიონალიზმი და ამასთან ერთად, აუცილებელია, უყვარდეს ბავშვი“

ბავშვის სიყვარული - არის ის, რაც თბილისის N89 სკოლის დირექტორ მიმოზა ტყებუჩავას თქმით, წარმატებული პედაგოგიური საქმიანობის საფუძველია

სკოლები

ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალაზარ აროიანი და პედაგოგები ულოცავენ კურსდამთავრებულებს დამსახურებულ წარმატებას

საინტერესო

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება

 

შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის  - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან

სიახლეები
საზოგადოება