სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ორი თაობა ყოველთვის მუშაობდა ერთად, ახალგაზრდა და გამოცდილი პედაგოგები ერთმანეთს ავსებენ“- ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ვაჩეიშვილი
07-08-2025
-
+


პასუხისმგებლიანი დირექტორისა და პედკოლექტივის პირობებში ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში ზაფხული ახალი სასწავლო წლისთვის მზადების დროა. 

როგორც სკოლის დირექტორი იზოლდა ვაჩეიშვილი ამბობს, მზადება სასწავლო წლის დასრულებისთანავე იწყება. კათედრები ერთობლივად გეგმავენ სასწავლო პროცესს, აჯამებენ მიღწევებს და ახალ მიზნებს სახავენ.

ამჟამად სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. „მე შვებულებაში არ გავდივარ“- ამბობს დირექტორი და სკოლაში და სკოლაში მოწესრიებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად ძალ-ღონეს არ იშურებს. 

სკოლის დირექტორი იზოლდა ვაჩეიშვილი etaloni.ge-სთან საუბრობს თუ როგორ ემზადება სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის. გამოცდილი ხელმძღვანელი ახალბედა პედაგოგებს რჩევებს აძლევს და ახალგაზრდა მასწავლებლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გვესაუბრება. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწავლის პირველ დღეებში? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის? 

- როცა სასწავლო წელს ვამთავრებთ, მაშინვე ვიწყებთ გეგმის შედგენას, რა უნდა ვაკეთოთ ზაფხულის განმავლობაში, ივლისში რა გვაქვს გასაკეთებელი, აგვისტოში - რა, რომ სექტემბერში მომარაგებული გვქონდეს, ჰიგიენური საშუალებები, საკანცელარიო მასალები, შესაბამის მაღაზიებთან რომ გვქონდეს კავშირი, განვსაზღვროთ ბიუჯეტი ამასთან დაკავშირებით. ამაზე ვმუშაობთ მე, საქმის მწარმოებელი, ბუღალტერი, სამეურვეო და ვცდილობთ გადავხედოთ სასწავლო გეგმას, საათობრივ ბადეს, რომ რამე არ დაგვრჩეს ისეთი, რაც პრობლემებს შეგვიქმნის. სავარაუდო მონახაზს ვაკეთებთ. ზაფხულში ვაძლევთ მასწავლებლებს შესაძლებლობას, რომ მოემზადონ. კათედრები ერთმანეთში გეგმებს ადგენენ. ჩვენთან, მაგალითად, ორი ახალი მოსწავლე მივიღეთ, გვქონდა იმ სკოლებთან მიწერ-მოწერა, რის საფუძველზე გადმოვიდნენ. ახლა ტრანსპორტი გვაქვს მოსაგვარებელი. ამ ყველაფერზე მუშაობს დირექცია ზაფხულში. სულ არ გავდივარ მე შვებულებაში. ახლა რემონტი გვაქვს. ძალიან ცუდი ზამთარი იყო ჩვენთან, ძალიან დაგვაზიანა. საკვამლე მილები გაგვიფუჭა, საპირფარეშოები ჩამოგვინგრია და ამ ყველაფრით ვცდილობთ, რომ სექტემბრისთვის ეს ყველაფერი დალაგებული გვქონდეს. მასწავლებლები როგორც კი მოვლენ სექტემბრიდანვე, ეგრევე თავიანთ საკლასო ოთახებში  ხელმძღვანელობენ, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს (მშობლებთან ერთად). ბევრი ბავშვი არ გვყავს და ვახერხებთ მაინც რამენაირად, რომ მოვაგვაროთ ყველაფერი. სხვა მხრივაც, ესთეტიკურად მივალაგოთ, შევიძინოთ რაღაცები, ბიბლიოთეკა წესრიგში იყოს, იმიტომ რომ ყველა ბავშვისთვის წიგნია გასაცემი და ეს უკვე დალაგებული გვაქვს სექტემბრის პირველ რიცხვებში  დავიწყებთ ამას გადავალაგებთ ამ ყველაფერს. მხატვრულ განყოფილებასაც მივაქცევთ ყურადღებას. პირველი შეხვედრა ბავშვებთან. მეც კი ვემზადები სიტყვით გამოსასვლელად. პროგრამას ვეცნობით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილელები თუა. უნდა გადავხედოთ ყველაფერს პირველივე დღეებში, შინაგანაწესსაც. ახლა ახალი სამეურვეო გვყავს არჩეული. წელს ახალი შემადგენლობით შევუდგებით მუშაობას და რავიცი ყველაფერი გადასახედია.

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- ახლა ვაკანსიით მოსაწვევი მყავს სახვითი ხელოვნების პედაგოგი. არ ვიცით ვინ შემოვა, მაგრამ მომხრე ვარ შემადგენლობის გაახალგაზრდავების. ახალგაზრდები სხვანაირები არიან და აუცილებელია იყვნენ სკოლებში. ორი თაობა ყოველთვის მუშაობდა ერთად, ერთი თაობა არასდროს არ იყო. ეს აუცილებლია, მაგრამ საჭირო ფორმატში და საჭირო რაოდენობით. ისიც საჭიროა და ისიც. ერთმანეთის გამოცდილებით, ერთმანეთის მხარში დგომით, ერთმანეთთან თანამშრომლობით. ბევრი რამ ახალგაზრდებმა მეტი იციან. შეავსებს ერთმანეთს და საერთო შედეგზე გავალთ, რაც ჩვენთვისაა აუცილებელი. სკოლა კონკურენტუნარიანი უნდა იყოს და ამ ყველაფრისთვის უნდა იმუშაოს ყველამ. საერთო სამოქმედო გეგმა გვაქვს, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა. არც კლასის ხელმძღვანელი მუშაობს გეგმის გარეშე, არც ხელშეკრულების დადებაა შესაძლებელი მის გარეშე. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება