სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალი სასწავლო წლიდან სავალდებულო საგნის სწავლის სემესტრის არჩევა შეგეძლებათ - ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება
30-07-2025
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით, ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხებზე სპეციალურად შექმნილი კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა.

გაბისონიას თქმით, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესი ითვალისწინებს არა მხოლოდ ქართულ, არამედ აფხაზური ენის სწავლებასაც, რაც უმნიშვნელოვანესია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, უნივერსიტეტებს ეძლევათ არჩევანის თავისუფლება, თავად განსაზღვრონ კურსის გავლის სემესტრი – სწავლება 2025-2026 სასწავლო წლის პირველივე სემესტრში დაიწყონ ან მათთვის სასურველი სემესტრი შეარჩიონ.

დარგის ექსპერტებისგან შემდგარი კომისია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესის შემუშავებას. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო გახდა.

კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი შემდეგ ეტაპზე რექტორთა საბჭოს წარედგინება და უნივერსიტეტების მოსაზრებების გათვალისწინებით, გადამუშავებული სახით დამტკიცდება.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტი შეძლებს როგორც ზეპირი და წერილობითი აკადემიური კომუნიკაციის სრულყოფილად წარმართვას, ასევე ზოგადი და პროფესიული შინაარსის ინფორმაციის ანალიზს, სახელმწიფო ენის როლის გააზრებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი რესურსების გამოყენებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება