სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეებს ხარისხიან საბაზო განათლებას ვაძლევთ, რაც უმაღლესში ჩასაბარებლად კარგი საფუძველია“- ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა გორგიშელი
07-08-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში, დირექტორის - ნანა გორგიშელის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია ხარისხიანი განათლება. აქ ბავშვები სწავლობენ არა მხოლოდ საგნებს, არამედ, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას და ადამიანურ ღირებულებებს. 

დირექტორის თქმით, მისთვის თითოეული მოსწავლე შვილივით ძვირფასია, ამიტომ მათთვის სკოლაში ოჯახურ გარემოს ქმნის, სადაც ბავშვები სითბოთი და სიყვარულით იზრდებიან.

ნანა გორგიშელი სკოლას მისი დაარსებიდან უდგას სათავეში, ის სამეურვეო საბჭომ ამ პოზიციაზე ორჯერ არიჩია, რაც მისთვის საამაყოა. 

დირექტორი განსაკუთრებულად ამაყობს გუნდით, რომელიც მრავალი წელია მის გვერდით დგას - ერთგული, პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც მომავალი თაობის განათლებაზე გამორჩეულად ზრუნავენ. 

ფოლადაანთკარის საჯარო სკოლა საბაზოა და წელს დარეგისტრირებული 7 პირველკლასელის ჩათვლით 83 ბავშვი ირიცხება.

„სკოლის დაარსების დღიდან, უკვე 18 წელია ამ სკოლის დირექტორი ვარ. ორჯერ ამირჩია სამეურვეო საბჭომ, რაც მეამაყება. ეს სკოლა ჩემთვის ძალიან ორგანული და მშობლიურია, თუმცა მხოლოდ ჩემთვის არ არის ასე, რადგან საოცარი გუნდი მყავს, რომელთა უმრავლესობა პირველივე დღიდან მომყვება. როცა ყველა ამ სკოლის გახსნას (სკოლა 26 ბავშვით გაიხსნა),  სკეპტიკურად უყურებდა ჩვენ მუხლჩაუხრელად ვშრომობდით, ვაშენებდით, ვაწესრიგებდით, ვალამაზებდით. ახლა კი  სხვა სოფლებიდან - რუსთავიდანაც კი მოდიან ჩვენთან სასწავლებლად. სკოლა ორსართულიანი და პატარაა, ახლა, რაც მე-10 კლასიც დაგვემატა, შეჭრილი ცვლა უნდა გავაკეთო და პირველკლასელები გადავიყვანო, თითქოს 7 ბავშვი ცოტაა, მაგრამ კლასები პატარაა, ამიტომ მეტს ვერ დაიტევს. 

დიდი მოთხოვნაა, რომ სკოლა საშუალოდ გადაკეთდეს და იმედია განათლების სამინისტრო დაგვეხმარება, შესაბამის, ინფრასტრუქტურით აღჭურვილ სკოლაში გადაგვიყვანს. ახლა არ გვაქვს შიდა დარბაზი და ყველა ღონისძიებას სკოლის გარე სტადიონზე ვატარებთ, შემოქმედებითი კუთხით უნიჭიერესი ბავშვები გვყავს, გვაქვს გაცვლითი პროგრამებიც და ამ მხრივ წარმატებებიც მოგვიპოვებია“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

მციეკონტიგენტიან სკოლაში ინდივიდუალური მიდგომები და სიღრმისეული სწავლება ყოველი დღის შემადგენელი ნაწილია. 

„სწავლების დონე საკმაოდ მაღალია, ფაქტიურად ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს. ვისაც სწავლა უნდა ამას აფასებს და იყენებს. მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ვზრუნავთ და გვახარებს, როცა ბავშვი მონდომებულია. რაც არ უნდა დასჭირდეთ ყველაფერში ვეხმარებით, გვერდში ვუდგავართ და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ განვითარდნენ. 

ჩვენი სკოლადამთავრებულების უმრავლესობა სწავლას აგრძელებს გვერდით სოფელში - ზოგი გამარჯვებაში, ზოგი რუსთავში. შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ, არიან ისეთებიც ვინც პროფესიულ სასწავლებლებში აგრძელებს სწავლას. ჩვენ მათ მაღალი დონის საბაზო განათლებას ვაძლევთ, რაც უმაღლესში ჩასაბარებლად კარგი საფუძველია. 

მედალოსნებიც გვყავდა, მიხარია თითოეული მოსწავლის წარმატება, ჩვენი სკოლის დამთავრების შემდეგ თვალ-ყურს ვადევნებ მათ ცხოვრება და თითოეული მათგანის წარმატება საკუთარი შვილის წარმატებასავით მახარებს. ბავშვები, რომლებიც პირველი კლასიდან გვანდობენ თავს, შემოგვციცინებენ და ვეიმედებით, როგორ არ უნდა გვიყვარდეს, როგორ არ უნდა გულშემატკივრობდე, ამიტომ მთელი პედკოლექტივი მათი აღზრდით და განათლებით ვართ დაკავებულნი, ვასწავლით სიყვარულს, ერთმანეთის პატივიცემას და საამაყოა, რომ კარგ ადამიანებად ვზრდით“,- ამბობს დირექტორი და ახალ სასწავლო წელს მზადყოფნით ხვდება. 

„მოსწავლეებს დიდი სიხარულით ველოდებით ახალ სასწავლო წელს, ჩემს მოსწავლეებს ვუსურვებ, უფრო მონდომებულები, სწავლაზე ორიენტირებული და ახალი ძალებით დაგვიბრუნდნენ“,- დასძენს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება