სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა მოვალეობები დაეკისრა ბაღებთან მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელს
05-08-2025
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცნობილია ის ფუნქციები, რომლეიც სკოლამდელი განათლების ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარემ უნდა შეასრულოს.

უფრო კონკრეტულად, თავმჯდომარე ვალდებულია: უხელმძღვანელოს ავტორიზაციის სტანდარტებთან დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის შეფასების პროცესს, უზრუნველყოს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილება, ექსპერტთა ჯგუფის წევრების სტატუსის გათვალისწინებით, შეაჯამოს  ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებები...

ასევე მან უნდა შეათანხმოს დაწესებულებებში ვიზიტის დღის წესრიგი ცენტრთან და ვიზიტამდე დაგეგმილ ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრისას ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან დეტალურად განიხილოს გამოსაკვლევი საკითხები.

ვიზიტისას უხელმძღვანელოს ინტერვიუირების პროცესსა და შეხვედრებს დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან; ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შეფასების უზრუნველყოფის მიზნით, ვიზიტის ყოველი დღე შეაჯამოს ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან; ვიზიტის ბოლოს გააკეთოს შეფასების პროცესში გამოკვეთილი ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის წინაშე;

დადგენილ ვადაში ჩამოაყალიბოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარუდგინოს ცენტრს; უკუკავშირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე ჩამოაყალიბოს ექსპერტთა ჯგუფის საბოლოო დასკვნა და წარუდგინოს ცენტრს; წარადგინოს დასკვნის შედეგები ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე და პასუხი გასცეს საბჭოს
წევრთა შეკითხვებს, - აღნიშნულია დოკუმენტში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება