სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სიყვარულითა და გულითადი მიდგომით ბავშვს საგანიც უყვარდება, მასწავლებელიც და შედეგსაც აღწევ“ - ვახანის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ინასარიძე 
07-08-2025
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის კარი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, ტრადიციულად საზეიმოდ იღება. 

პედაგოგები, დირექტორ ნანა ინასარიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს განსაკუთრებულად ხვდებიან. პატარებს საჩუქრები ხვდებათ, აკადემიური წარმატების მქონე მოსწავლეები კი სიმბოლურად დაჯილდოვდებიან. 

სწორედ ასეთი გარემო აძლევს მოსწავლეებს მოტივაციას, მეტი იშრომონ. ისინი გრძნობენ, რომ მათი მონდომება სასიხარულო და საამაყოა. ამ ყველაფრის საფუძველი კი არის პედაგოგი, რომელიც, დირექტორის თქმით, უნდა იყოს როგორც თავსი საქმის პროფესიონალი, ასევე აუცილებლად უნდა უყვარდეს ბავშვი. 

დირექტორი მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რგოლია მშობელიც - რომლის სასწავლო პროცესში ჩართულობა აუცილებელია. 

თუ როგორ ემზადება სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის? რას ურჩევს ახალბედა მასწავლებლებს? როგორ ცდილობს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს კითხვებს ვახანის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ინასარიძე პასუხობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?

- პირველ რიგში გარემოს ვულამაზებთ და საზეიმოდ ვხვდებით, პირველკლასებისთვის განსაკუთრებულად მორთულია საკლასო ოთახებიც, პატარებს ასევე ხვდებათ საჩუქრები და მნიშვნელოვანი რესურსები. გარდა ამისა, ტრადიციად გვაქვს იმ მოსწავლეების წახალისება, რომელთაც მაღალი აკადემიური შედეგები აქვთ, მათთვის სიგელებს ვამზადებთ და გადავცემთ, ვჩუქნით წიგნებს სკოლის სახელით. 

-რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში? რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

- პირველ რიგში, ჩემი აზრით, პედაგოგს სჭირდება პროფესიონალიზმი და ამასთან ერთად, აუცილებელია, უყვარდეს ბავშვი. თუ მასწავლებელს ბავშვი არ უყვარს, შედეგიც კი ნაკლებია და ამას ყველაზე მეტად ბავშვი გრძნობს. გულითადი მიდგომით ბავშვს საგანიც უყვარდება, მასწავლებელიც და შედეგსაც აღწევ.

რაც შეეხება მშობლებს, ყოველთვის ვამბობ, რომ ბავშვების დადებით მხარეებზე აქცენტის გაკეთება უკეთესია, მშობელი უფრო ხშირად მოვა შენთან და თანამშრომლობაც ნაყოფიერი იქნება. 

​- როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის?

- როგორც ყოველთვის, ვიკრიბებით, ვგეგმავთ ახალ სასწავლო წელს, გადასადგმელ ნაბიჯებს - საგნებთან მიმართებით, სადამრიგებლოებთან მიმართებით, კათედრებთან მიმართებით და ა.შ. ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომლებიც იყო გასულ წელს და ვგეგმავთ იმ გზებს, რომლითაც შეიძლება მოგვარდეს აღნიშნული პრობლემები.

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?

-ინდივიდუალური საჭიროებები ყოველთვის არსებობს, მხოლოდ მოსწავლეებს კი არა, მასწავლებლებსაც აქვთ, რამდენადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად ვცდილობთ მათ გათვალისწინებას. ჩვენ გვყავს სსსმ მოსწავლეები და მათთვისაც, თავისთავად, ადაპტირებული გარემო გვაქვს, ვცდილობთ შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფას. 

- რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე მასწავლებლად მუშაობის დასაწყისში და როგორ გაუმკლავდით?

- ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად რამე გამიჭირდა, მაგრამ ყველა ახალი ეტაპი გარკვეულ შიშსა და სირთულეს ქმნის ადამიანში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დაბრკოლების საბაბი. პირიქით, უნდა ეცადო, რომ გზა ნახო და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვო. 25 წელი ხდება, რაც მასწავლებელი ვარ, რაღაცა ძალიან დიდ სირთულეს  წავაწყდი-მეთქი რომ გითხრათ, ვერ ვიხსენებ. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მოსწავლეებთანაც. ფსიქოლოგიური მდგრადობა აუცილებელია სკოლაში მუშაობისათვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

სემესტრულად 250-ლარიანი სტიპენდია გაიცემა - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება