სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პედაგოგი პროფესიულად მუდმივად უნდა იზრდებოდეს“ - დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი რიტა აბჟანდაძე
07-08-2025
-
+


„მჯერა, ტკბილი სიტყვით მოსწავლესთან საუკეთესო შედეგის მიღწევა შეიძლება“ - აღნიშნავს დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი რიტა აბჟანდაძე, რომლისთვისაც პედაგოგის პროფესია მხოლოდ ცოდნის გაზიარებით არ შემოიფარგლება. მისთვის მასწავლებლობა ემპათიის, მოსწავლის სიყვარულისა და პროფესიონალიზმის ერთიანობაა.

დამწყებ პედაგოგებს ურჩევს შეკრან სამკუთხედი - „მასწავლებელი-მოსწავლე-მშობელი“, იმოქმედონ მოზომილად, მაგრამ მტკიცედ, და ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენონ მოსწავლის სიყვარული.

სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის სკოლაში ჯანსაღ, შემოქმედებით გარემოს, სადაც მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია ხარიხიანი განათლება, თითოეული მასწავლებელი კი პროფესიულ ზრდაზეა ორიენტირებული.

თუ როგორ ემზადება სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის? რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში? რას ურჩევს ახალბედა მასწავლებლებს? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს კითხვებს დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი რიტა აბჟანდაძე პასუხობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწავლის პირველ დღეებში? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?

- ვაახლებთ ინფრასტრუქტურას, რაც ხელგვეწიფება, რომ გახალისებული გარემო დავახვედროთ ჩვენს მოსწავლეებს. გვაქვს მიმართულების მაჩვენებელი ისრები, რადგან პატარებმა არ იციან სად და როგორ შევიდნენ. პარალელურად დამრიგებელიც ასწავლის მათ ამ ყველაფერს. საზეიმო მიღებაზე კი პირველკლასელები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შემოჰყავთ. პირველკლასელები სწავლისა და განათლების შესახებ დაწერილ ლექსებს კითხულობენ.  

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- ფსიქოლოგიური მომენტია. სამკუთხედში უნდა იმოძრაო - მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი.  მოზომილი საუბარია საჭირო. როგორც შეიძლება დააზარალო, პირიქით, ისე შეიძლება ააშენო. მოზომილი მეტყველება, საუბარია საჭირო და რაც შეიძლება დიდი სითბო და სიყვარული მოსწავლეებისადმი. მჯერა, რომ ტკბილი სიტყვით ყველაფრის მიღწევა შეიძლება: „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა, ტკბილად მოუბარი“. პრაქტიკაში ყველაზე ურჩ მოსწავლესაც კი შეიძლება დავუმეგობრდეთ, საუბრით თვითშეფასება ავუმაღლოთ, თქმით - „შენ ეს შეგიძლია“, მომიბრუნებია და სწორ გზაზე დამიყენებია მოსწავლე. მასწავლებელმა უნდა შეამჩნიოს მოსწავლე ზერელედ გეთანხმება თუ რჩევას ითვალისწინებს - დაკვირვება სჭირდება. პედაგოგებს პირველ რიგში მოსწავლე უნდა უყვარდეთ, შემდეგ უკვე ჰქონდეთ კომუნიკაციის უნარი და კარგი მეტყველება. 

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

- პირველ რიგში, მთავარია ცოდნა. უპირობოდ უნდა იყოს პროფესიონალი. ზერელე დამოკიდებულება პროფესიისადმი ჩემთვის მიუღებელია. არ უნდა წყვეტდეს განათლებასა და განვითარებას, მუდმივად უნდა იზრდებოდეს პროფესიულად.

- როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის?

- წინასწარ ვიკრიბებით, ვსაუბრობთ. არის კათედრის სხდომა, მე კი ვიცი, რაც სჭირდებათ, მაგრამ მაინც მათგან ვისმენ ხოლმე, თუ რა რესურსები სჭირდებათ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ პედაგოგების შემოქმედებითობას და სილაღეს. მე არ მჩვევია, სტრესში ჩაგდება პედაგოგის, ჩემთვის ეს  მიუღებელია, თავისუფლად უნდა იგრძნოს თავი, თუნდაც შეცდომა დაუშვას, კორექტულად, ისე, რომ ღირსება არ შეელახოს მივუთითებთ ერთმანეთს. 

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?

- ჩვენ გვყავს  სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე და დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ეს ჩვენთვის. შევიძინეთ საჭირო რესურსები და ასისტენტიც გამოვუყავით. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ მოსწავლის განვითარებას და ჩართულობას ღონისძიებებსა თუ სხვა აქტივობებში. ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ და ყველაფერი ხელის გულზე ჩანს და რომც არ ჩანდეს, ჩვენ ვალდებულად ვგრძნობთ თავს, რომ მოსწავლემ თავისი შესაძლებლობები ხატვის, მუსიკის თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით გამოავლინოს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლა

ფოთის N7 საჯარო სკოლა პროფესიულ ინტეგრირებულ პროგრამაზე ახალ ნაკადს იღებს

„შევქმნათ უკეთესი საგანმანათლებლო გარემო ჩვენი მოსწავლეებისთვის!“

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება