სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დოკუმენტი, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რესურსცენტრებმა სამინისტროს უნდა წარუდგინონ
07-08-2025
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების  ტიპურ დებულებაში გაწერილია საგანმანათლებლო რესურსცენტრების მართვის მუხლი, სადაც საუბარია, რომ რესურსცენტრის საშტატო განრიგს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს მინისტრი, ხოლო რესურსცენტრის საქმიანობას წარმართავს რესურსცენტრის უფროსი; მასაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

დოკუმენტში ასევე დეტალურადაა გაწერილი რესურსცენტრის უფროსის უფლება-მოვალეობები. უფრო კონკრეტულად, კი რესურსცენტრის უფროსი: ხელმძღვანელობს ტერიტორიულ ორგანოს, პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესრულებაზე; გარდა ამისა, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ზედამხედველობს რესურსცენტრის თანამშრომელთა საქმიანობას და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში რესურსცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობების დასახელებას, რაოდენობას, თანამდებობრივ სარგოს.

გარდა ამისა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა სასწავლო წლის დაწყებამდე, სამინისტროს უნდა წარუდგინოს რესურსცენტრის მუშაობის ყოველწლიური გეგმა და გასული წლის გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში;

ხოლო მოთხოვნის შესაბამისად, მინისტრსაც უნდა წარუდგინოს ანგარიში რესურსცენტრის საქმიანობის შესახებ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რესურსცენტრის ხელმძღვანელი „საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების ადმინისტრირებაში;

სასწავლო წლის დაწყებამდე, სამინისტროს წარუდგენს რესურსცენტრის მუშაობის ყოველწლიურ გეგმას და გასული წლის გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშს;

მოთხოვნის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რესურსცენტრის საქმიანობის შესახებ;

იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესახებ;

პასუხისმგებელია რესურსცენტრის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რესურსცენტრის თანამშრომლებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება