TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეტალონისა“ და izrune.ge-ს პროექტებში ჩართულობა საგამოცდოდ მოსწავლეებს უნიკალურ გამოცდილებას აძლევს“-ჯანდარას სკოლაში აბიტურიენტთა წარმატებით ხარობენ
07-08-2025
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით დაასრულეს. 

გამოცდებზე გასულმა ხუთივე აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ზოგადი უნარების გამოცდა და მაღალი შედეგები აჩვენა.  კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას.

სკოლის დირექტორი აშრაფ ალაზოვი და მთელი პედკოლექტივი ამაყობენ და ახარებთ, რომ მათმა შრომამ შედეგი გამოიღო. etaloni.ge-სთან საუბარში სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ეტალონის“ პროექტებში ჩართულობამ. „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივმა ჩემპიონატმა მოსწავლეებს მისცა არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გამდიდრების შესაძლებლობა, არამედ უნიკალური გამოცდილება, რომელიც საგამოცდო პროცესში ნამდვილად გამოადგათ.

„ძალიან გვიხარია ჩვენი თითოეული კურსდამთავრებულის წარმატება, მათი დიდი გულშემატკივარი და მეგობარი ვარ, ვიცი, რომ კარგად ისწავლიან და თავიანთი საქმის პროფესიონალებიც იქნებიან, არ შემიძლია მადლობა არ გადაგიხადოთ თქვენ, რადგან დიდ საქმეს აკეთებთ, ჩვენი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი „ეტალონისა“ და izrune.ge-ს პროექტებში. იმდიდრებენ ცოდნას და  მოწოდებულნი არიან მიიღონ მაღალი ქულები, რაც მთავარია იღებენ უნიკალურ გამოცდილებას, რაც საგამოცდო პროცესში ეხმარებათ. უფრო მეტად მობილიზებულები არიან, აღარ ეშინიათ ტესტირების და საუკეთესო შედეგიც დგება. არც სკოლა აკლებს ძალისხმევას და ერთობლივად უკვე მიიღწევა წარმატება. ვულოცავ მათ და ვუსურვებ უამრავ წარმატებას, წინსვლას და მიზნების მიღწევას, ბედნიერ სტუდენტურ ცხოვრებას. მინდა სასახელო ადამიანები იყვნენ, მე კი მათით ყოველთვის ვიამაყებ და მათი დიდი გულშემატკივარი ვიქნები“,- აღნიშნავს დირექტორი და წარმატებულ კურსდამთავრებულებს სიამაყით გვაცნობს. 

  • მინაია ისაევა - 70 ქულა;
  • ტახირა ისაევა - 65;
  • ნარმინ ისუბოვა - 60;
  • პინარ მუხტაფაევა - 57;
  • მარიამ მესტიევა-44.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება