სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე  ხარისხის უზრუნველყოფის ახალი სისტემა დაინერგება
07-08-2025
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB)“ ხელმძღვანელ თამარ სანიკიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრებზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს. 

თამარ სანიკიძესთან შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარე ეტაპები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები, რომლებიც  მიზნად ისახავს სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე  ხარისხის უზრუნველყოფის ახალი სისტემის დანერგვის ხელშეწყობას, სკოლის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებას, აღმზრდელთა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ ზრდას და ა.შ.

თავის მხრივ, გივი მიქანაძემ პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და  აღნიშნა, რომ ის განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მექანიზმია. მინისტრმა თამარ  სანიკიძეს  გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროექტის განხორციელების სრული მხარდაჭერა გამოხატა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება