სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებისთვის 5-დღიანი სემინარები იწყება - ინფორმაცია საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის
02-08-2025
-
+


ჰოლოკოსტის განათლების შესახებ სემინარში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლებისთვის 4 აგვისტოდან სემინარები იწყება.

ჰოლოკოსტის განათლების მოცემული სემინარის პროგრამა შემუშავებულია ოლგა ლენგიელის ინსტიტუტის (აშშ) მიერ. პროგრამის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ჰოლოკოსტისა და სოციალური სამართლიანობის შესახებ განათლების ხარისხის ამაღლებას.

ასევე, პროგრამის მიზნებია: მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ჰოლოკოსტისა და სოციალური უსამართლობის სხვა შემთხვევებზე, ისტორიული და მიმდინარე დიალექტიკური დისკუსიების მიმართ;

მასწავლებელთა ცოდნის გაუმჯობესება სტერეოტიპების, ცრურწმენებისა და დისკრიმინაციის გავლენის შესახებ ინდივიდუალურ, ჯგუფურ და საზოგადოებრივ დონეზე;

მასწავლებელთა ცოდნის გაუმჯობესება ებრაული ცხოვრების შესახებ, ჰოლოკოსტამდე და მის შემდეგ;

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენება, მათ შორის, კლასგარეშე აქტივობებისა და პარტნიორობის წახალისება სკოლასა და სხვა ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს შორის;

ჰოლოკოსტისა და ადამიანის უფლებების სწავლების შერეული მიდგომის ხელშეწყობა;

მასწავლებელთა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარება.

სემინარის მეთოდოლოგია არის მოსწავლეზე ორიენტირებული, ემყარება ექსპერიმენტული სწავლების პრინციპებსა და განათლებაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას. მონაწილეთა ჩართულობის, მათი რეფლექსიებისა და ურთიერთქმედების მაღალი დონის მისაღებად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი: პრეზენტაციები, ანალიზი, დისკუსიები, რეფლექსია, ჯგუფური მუშაობა, ვიდეოები, ვიზიტები, მოწვეული მომხსენებლები, ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილთა ინტერვიუები და ა.შ. პროგრამა მოიცავს სულ 32 აკადემიურ საათს (5 დღეს).

5 დღიანი სემინარი (04 აგვისტო - 08 აგვისტო) განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის ნებისმიერი საგნის მასწავლებლებისთვის საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებიდან.

აპლიკანტ მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ ჰოლოკოსტის სწავლების შესახებ მინიმალური გამოცდილება, ისევე, როგორც დიდი ინტერესი ჰოლოკოსტისა და სოციალური სამართლიანობის სწავლების შესახებ კომპეტენციების განვითარებაში.

სემინარზე დასწრება უფასოა (რეგიონიდან ჩამოსული პედაგოგებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში განთავსება და კვება. მგზავრობის ხარჯები არ ანაზღაურდება).

სემინარის დასრულების შემდეგ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, განახორციელონ პროექტი, რომელიც დაეხმარება მათ, მოსწავლეებთან ერთად გამოიყენონ სემინარის დროს შეძენილი ცოდნა.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება