სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის  - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან
14-07-2025
-
+


ქვეყანა, რომლის განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავედ ითვლება, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, სულ უფრო მეტი მასწავლებელი იღებს გრძელვადიან შვებულებას ფსიქოლოგიური პრობლემების გამო. 

2023-2024 წელს მასწავლებლების რაოდენობამ, რომელთაც შვებულება „ფსიქოლოგიური აშლილობის“ მიზეზით აიღო 7 119 შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

ქვეყნის განათლების სამინისტრომ 20 ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოკვლევა ჩაატარა.  პედაგოგების უმეტესობა აცხადებდა, რომ მათი პრობლემები დაკავშირებულია მოსწავლეებთან (26,5%), კოლეგებთან (23,6%) და ადმინისტრაციულ საქმიანობასთან (13,2%).

გარდა ამისა, 260-მა მასწავლებელმა 788-დან, რომელებიც 2023-2024 წელს სამსახურიდან წავიდნენ, წასვლის მთავარ მიზეზად „ფსიქოლოგიური პრობლემები“ დაასახელეს. 

აღსანიშნავია, რომ იაპონელი მასწავლებლების სამუშაო დატვირთვა ძალიან მაღალია - ხშირად ისინი დღეში 11 საათს მუშაობენ. 2023 წლის მონაცემებით, პედაგოგების დაახლოებით მესამედის ყოველკვირეულმა დატვირთვამ 60 საათზე მეტი შეადგინა, როდესაც კვირის ნორმა 38 საათი და 45 წუთია. 

აღსანიშნავია რომ, იაპონიაში მასწავლებლებისთვის, ოფიციალურად, ზეგანაკვეთური სამუშაოს ლიმიტი არსებობს, ზეგანაკვეთური სამუშაო  თვეში არ უნდა აღემატებოდეს 45 საათს, თუმცა, რეალობა განსხვავებულია, მასწავლებლები ხშირად თვეში ზეგანაკვეთურად 95 საათს აგროვებენ - ანუ თვეში 160-170 სამუშაო საათის ნაცვლად, ისინი დაახლოებით 260 საათს მუშაობენ.  ეს ნიშნავს მუშაობას ფაქტობრივად უქმეების გარეშე და მართლაც, იაპონელი მასწავლებლები, ხშირად, კვირა დღეს სკოლაში ატარებენ - მაგალითად, ორგანიზება უკეთებენ კლასგარეშე ღონისძიებებს.

იმათი საქმიანობა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სწავლებას არ გულისხმობს - მათ სხვადასხვა კლუბების, წრეებისა და სპორტული აქტივობების ხელმძღვანელობა უხდებათ. მათი სამუშაო მოიცავს მშობლებთან ინდივიდუალურ ურთიერთობებს, სხვადასხვა დოკუმენტების მომზადებას, ხშირად ითავსებენ ადმინისტრაციულ საქმეებსაც. 

ამასთან, დიდია მასწავლებლის მიმართ საზოგადოებრივი წნეხი - ქვეყანაში მასწავლებელი არ არის მხოლოდ პედაგოგი, არამედ ის არის მენტორი, მრჩეველი, ფსიქოლოგი ... 

მონაცემებზე საპასუხოდ, იაპონიის განათლების სამინისტრომ პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს მასწავლებლების ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად, მათ შორის სკოლებში პედგოგთა რაოდენობის გაზრდით და სამუშაო დატვირთვის შემცირებით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები

სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

250-ლარიან ფულად ჯილდოს მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები მიიღებენ

1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა იცვლება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება