სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვანს „კასტეტი“ უპოვეს - რას ამბობს დირექტორი
16-07-2025
-
+


გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვანს „კასტეტი“ უპოვეს, რის გამოც ბავშვის მშობელს უჩივლეს – მშობლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობის მოტივით, - ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს.

ფაქტი საქმის განხილვის შემდეგ გასაჯაროვდა -  მასალებიდან ირკვევა, რომ მშობელმა აღიარა გადაცდომა და თქვა რომ, „შვილთან შემთხვევით აღმოჩნდა ე.წ. კასტეტი“.

„ნ.ს.-მ აღიარა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა. განმარტა, რომ მისმა შვილთან შემთხვევით აღმოჩნდა ე.წ. კასტეტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ნ.ს.-ს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, წარსულში მისი მხრიდან რაიმე გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, ხასიათდება დადებითად; პოლიციის წარმომადგენელიც შუამდგომლობს მისთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოყენებას; ამასთან, მის ქმედებას არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი“, – აღნიშნულია საქმის მასალებში.

მოსამართლემ, რატი ჩანტლაძემ პოლიციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მშობელი სიტყვიერი შენიშვნის სანაცვლოდ გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

etaloni.ge სკოლის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს: „არ ვიცი, რაზეა საუბარი... არდადეგებია, მსგავსი ფაქტის შესახებ არაფერი მსმენია“, - აღნიშნავს დირექტორი.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება