| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბელა ბედიანი მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელია, რომელიც საკუთარ საქმეს დიდი სიყვარულით ემსახურება.
მისი თქმით, მასწავლებლის პროფესიის საფუძველი სწორედ ბავშვების სიყვარულია - „როცა ბავშვი გიყვარს და იღებ ისეთს, როგორიც არის, მაშინ მარტივია იპოვო გზებიც, თუ როგორ მიუახლოვდე, როგორ გააღვიძო მისი ინტერესი, ჩართო სასწავლო პროცესში.“
სპეცმასწავლებელი განსაკუთრებით აღნიშნავს მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთთანამშომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე - როცა ბავშვი სასკოლო ცხოვრებას იწყებს და მასწავლებლისთვის ბოლომდე არ არის ცნობილი მისი საჭიროებები და შესაძლებლობები.
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს თბილისის N124 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი ბელა ბედიანი პასუხობს.
- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწავლის პირველ დღეებში? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?
- გვაქვს გეგმა, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. როცა პირველ კლასში ველოდებით, სანამ სასწავლო წელი დაიწყება ვიბარებთ მშობლებს, ბავშვებს, რომ წინასწარ გავაცნოთ მასწავლებელი, სასწავლო გარემო, სად მათ მოუწევთ სასწავლო პროცესში ჩართვა. ასევე ვრთავთ გარემოს, რომ მოსწავლეებს პირველი დღე გავულამაზოთ.
-როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?
- ვის როგორი საჭიროება აქვს, იქიდან გამომდინარე ვცდილობთ, რომ მოვარგოთ გარემო - საკლასო ოთახი, რა თქმა უნდა, სასწავლო რესურსები, რაც სჭირდება მის განვითარებას.
მასწავლებელთან და მშობელთან კომუნიკაცია უმთავრესია ჩვენთვის და მით უმეტეს პირველკლასელებთან, თავიდან როცა არ ვიცით რა საჭიროებები აქვთ, რა არის მათი ძლიერი მხარე, ასეთ დროს უფრო რთულია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩართულობას.
- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში? რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?
- ჩემი აზრით, ყველაზე მნიშნელოვანია, რომ ბავშვი უყვარდეს. რაც არ უნდა იყოს, როცა ბავშვი გიყვარს და იღებ ისეთს, როგორიც არის, ძალიან მარტივია მუშაობა და იმ გზების გამოძებნაც, თუ როგორ უნდა მიხვიდე მასთან, როგორ დააინტერესო, აიყოლიო, როგორ დაასაქმო, ჩართო იმ საგანმანათლებლო პროცესსა და აქივობებში, რომელთაც გეგმავ. ჩემი აზრით, ყველაფერი სიყვარულით ხდება.
- რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე მასწავლებლად მუშაობის დასაწყისში და როგორ გაუმკლავდით?
- ყველაზე დიდი სირთულე არის ხოლმე, როცა ხვდები უცხო გარემოში. როდესაც მუშაობას იწყებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გხვდება. მე დიდი მხარდაჭრა ვიგრძენი დირექციისგან, თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია და გამოცდილებების გაზიარება ძალიან დამეხმარა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ